FM97.5 / LIVE

ახალგაზრდებმა მეორე საჯარო სკოლის ტერიტორია დაასუფთავეს

მთავარისაზოგადოება 23.09.2013
„გამიფრთხილდი მე, გაუფრთხილდი შენს თავს, გაუფრთხილდი ყველას!“ - ამ პროექტის ფარგლებში, დღეს, 23 სექტემბერს, ახალციხის მეორე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, დასუფთავების აქცია მოეწყო.

ახალგაზრდებმა მეორე საჯარო სკოლის ტერიტორია დაასუფთავეს

პროექტს, რომელსაც ჩეხური ორგანიზაცია NESEHNUTI აფინანსებს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა იმედი" ახორციელებს.

„მსგავს აქციებს ჩვენ ძალიან ხშირად ვაწყობთ, ჩვენი სკოლა ისეთ ადგილზეა, რომ მარტო სკოლის მოსწავლეები არ აბინძურებენ. უბრალოდ მოსახლეობის ცნობიერების დონე იქამდე უნდა მივიდეს, რომ ნაგავი ნაგვის ურნაში ჩააგდონ და ძირს არ დაყარონ“, - ამბობს მეორე საჯარო სკოლის დირქეტორი მარინა ზედგინიძე.

პროექტის დირექტორის ნანა იოსელიანის თქმით, მსგავსი პრობლემები ახალციხეში ბევრგან არის. მეორე საჯარო სკოლა სამიზნე ჯგუფად იმიტომ შეირჩა, რომ ამ ტერიტორიაზე ყველაზე მეტი ბავშვი იყრის თავს.

„როდესაც საკანალიზაციო წყალი სკოლის ეზოში მოედინება, ეს უკვე საგანგაშოა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ სამოქალაქო სვლაც გვექნება, რადგან მოსახლეობას მივაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბავშვებს აუცილებლად უნდა გავუფრთხილდეთ“, - ამბობს იგი.

აღნიშნულ პროექტში ჩაერთო სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ეკო კლუბიც. გარდა ამისა, დღევანდელ აქციაში მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმაც მიიღეს. მოსწავლეებს დასუფთავებაში ახალციხის დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლებიც დაეხმარნენ. მეორე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან ნარჩენები შპს „კეთილმოწყობის“ მანქანებით გაიტანეს.

პროექტის „გამიფრთხილდი მე, გაუფრთხილდი შენს თავს, გაუფრთხილდი ყველას!“ ფარგლებში ახალციხელ ახალგაზრდებს ტრენინგებიც ჩაუტარდებათ თემაზე: ნაგვის რეციკლირება.

„ერთჯერადი აქცია საკმარისი არ არის, მთავარია მოსახლეობის ცნობიერება ამაღლდეს, ამას უნდა მოვერიოთ, რომ მენტალურად შევიცვალოთ ადამიანები და ჩვენ ბუნებას უნდა გავუფრთხილდეთ“, - ამბობს პროეტის დირექტორი.

აქციას მონიტორინგს უწევდნენ ჩეხეთის ელჩი და იმ ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც აღნიშნულ პროექტს აფინანსებენ.

ახალგაზრდებმა მეორე საჯარო სკოლის ტერიტორია დაასუფთავეს

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხელი ახალგაზრდები მეორე სკოლასთან არსებული ნაგავსაყრელის გაუქმებას ცდილობენ
დასუფთავების აქცია ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში
დასუფთავების აქციას ახალციხეშიც შეუერთდნენ
ახალციხის მეორე საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი მარინა ზედგინიძე გარდაიცვალა
ახალციხეში დასუფთავების მასშტაბური აქცია მოეწყო
ახალგაზრდები ქალაქის დასუფთავებაზე  იწყებენ ზრუნვას
ახალციხის მეორე სკოლის ეზოდან  მოტეხილი ხე გაიტანეს