FM97.5 / LIVE

სკოლებისა და თემის მოწყობაზე მოსწავლეებმა პროექტები წარადგინეს

მთავარისიახლე, განათლება 01.04.2018
World Vision–მა ადიგენისა და ახალციხის სასკოლო კლუბების წევრებისთვის მცირე გრანტების კონკურსის ფარგლებში მომზადებული პროექტების პრეზენტაცია გამართა. სამ საუკეთესოს ორგანიზაცია, ორ კვირაში გამოავლენს.

სკოლებისა და თემის მოწყობაზე მოსწავლეებმა პროექტები წარადგინეს

World Vision–მა „ახალგაზრდების განვითარებისა და ჩართულობის“ პროგრამის ფარგლებში, მცირე გრანტების კონკურსისათვის მომზადებული 14 პროექტის პრეზენტაცია, 31 მარტს სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გამართა.

მცირე გრანტების კონკურსი თემაზე:„ახალგაზრდების მონაწილეობისა და ჩართულობის ხელშეწყობა დადებითი ცვლილებებისათვის სკოლასა და თემში“ მარტის დასაწყისში გამოცხადდა. სადაც ახალციხისა და ადიგენის სასკოლო კლუბების მოსწავლეებს, თავიანთი სკოლებისა და თემის კეთილმოწყობისათვის პროექტები უნა მოემზადებინათ.

მცირე გრანტების კონკურსის ფარგლებში მომზადებული პროექტები ძირითადად, სკოლის ეზოების, ბიბლიოთეკების, სააქტო დარბაზების, ასევე სასადილო ოთახების კეთილმოწყობას ეხებოდა.

როგორც კონკურსის ორგანიზატორები აცხადებენ, სამი საუკეთესო პროექტი გამოვლინდება და დაფინანსდება. მათ, მცირე გრანტების კონკურსის კომიტეტი შეარჩევს.კომიტეტი კი ახალციხისა და ადიგენის თვითმმართველობების, “დემოკრატ მესხთა კავშირის“,„ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის“, ასევე ახალციხისა და ადიგენის საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლებით დაკომპლექტდა.

კონკურსის ორგანიზატორების განმარტებით,ღონისძიების მიზანია ახალგაზრდებმა გამოხატონ საკუთარი, როგორც მოქალაქის პასუხისმგებლობა საზოგადოებისა და ქვეყნის წინაშე.
სკოლებისა და თემის მოწყობაზე მოსწავლეებმა პროექტები წარადგინეს

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სასკოლო კლუბების ინიციატივა მათი სოფლებისთვის
ახალციხის არასამთავრობოებს აშშ–ს საგრანტო კონკურსს გააცნობენ
აშშ-ს საელჩოს 2014 წლის საგრანტო კონკურსი
აშშ-ის საელჩომ მცირე გრანტების პროგრამის კონკურსი გამოაცხადა
აშშ–ს საელჩო მცირე გრანტების კონკურსს აცხადებს
ვის შეუძლია ამერიკის საელჩოს მცირე გრანტების კონკურსში მონაწილეობა
გამოცხადდა კონკურსები სკოლის მოსწავლეებისთვის