FM97.5 / LIVE

მოსწავლეებმა სოფელ მუსხში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს

მთავარისაზოგადოება 08.11.2015
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხის სასკოლო კლუბის წევრებმა ადგილობრივ ხელისუფლებას თემში არსებული პრობლემები გააცნეს და მათ მოგვარებაში თანამონაწილეობას შეპირდნენ.

მოსწავლეებმა სოფელ მუსხში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს
“World Vizion” საქართველოს „სამხრეო განვითარების პროგრამის“ ფარგლებში ახალციხის მუნიციპალიტეტის სასკოლო კლუბის წევრები პარტნიორ ორგანიზაციასთან „მზიან სახლთან“ ერთად ადვოკატირების პროექტს ახორციელებენ. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს ტრენინგი სხვადასხვა თემებზე ჩაუტარდათ.

„პროექტის ფარგლებში ბავშვებმა გამოკითხეს მოსახლეობა, გამოავლინეს მათი პრობლემები, შემდეგ კი პირისპირ შეხვდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და საკუთარ თემში არსებული პრობლემები წარუდგინეს“, – ამბობს ნინო ლომიძე.

ახალგაზრდებმა სოფელში ორი ძირითადი პრობლემა გამოავლინეს, ეს იყო დასუფთავება და სასმელი წყლის მიწოდება და ხარისხი. როგორც ხელისუფლებასთან შეხვედრის დროს მოსწავლეებმა აღნიშნეს, სოფელში მხოლოდ რამდენიმე ნაგვის ურნა დგას, ადგილობრივ თვითმმართველობას სთხოვეს ნაგვის ურნების დამატება. ასევე მათი თქმით, სოფელში დაიზიანებულია სასმელი წყლის მილი, რის გამოც წყალი ბინძურდება.

ახალგზარდებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან პირობა მიიღეს, რომ აღნიშნული პრობლემები 2016 წლისთვის აუცილებლად მოგვარდება. თუმცა, ამ სამუშაოების დროს მოსახლეობაც აქტიურად უნდა ჩაერთოს.

ნინო ლომიძის თქმით, აღნიშნული პრობლემების გაცნობის შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან კიდევ ერთი შეხვედრა შედგება.

„რამდენიმე დღეში მოსწავლეები ისევ შეხვდებიან, სადაც უკვე საბოლოოდ ჩამოაყალიბებენ ვინ რას აკეთებს, ვის რა როლი და პასუხისმგებლობა აკისრია, გაიწერება ვადები და შემდეგ მოხდება ამ სამუშაოების მონიტორინგი“.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

თსუ–ს სტუდენტები ახალციხის თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ
სოფელ მუსხში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის 166 ათასი ლარი დაიხარჯება
პროექტის ‘ღია შეხვედრების’ ფარგლებში ახალციხეში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს ®
სოფლების სკოლების მოსწავლეები გამგეობის მუშაობას გაეცნენ
სასკოლო კლუბების ინიციატივა მათი სოფლებისთვის
ახალგაზრდები ქალაქის დასუფთავებაზე  იწყებენ ზრუნვას
აწყურის გარდა, წყლის მიწოდება ყველა სოფელს აღუდგა