FM97.5 / LIVE

ექსპერტი: „ახალქალაქში ბებია და შვილიშვილი სპეცდანიშნულების ტყვიებით მოკლეს“

მთავარისამართალი 17.02.2015
ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, სოფელ გოგაშენში, უბედური შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ვაზნა სპეცდანიშნულებისაა და სამოქალაქო ბრუნვაში არ იხმარება.

ექსპერტი: „ახალქალაქში ბებია და შვილიშვილი სპეცდანიშნულების ტყვიებით მოკლეს“
დღეს, 17 თებერვალს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენში ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებული გენადი ი–ს საქმეზე ოთხი მოწმე, ორი შემთხვევის თვითმხილველი და ორი ექსპერტი, დაიკთხა.

პირველად ჩვენება სასამართლო დარბაზში გარდაცვლილის დეიდაშვილმა აკაკი ნათენაძემ მისცა. იმ დღეს, როცა უბედური შემთხვევა მოხდა, ნათენაძე საქონლის დასახვედრად მიდიოდა, დეიდაშვილი გზაში შეხვდა ბავშვთან ერთად, მოიკითხა და როგორც კი დაშორდა, მალევე ყვირილი მოესმა.

„ლალი ყვიროდა მელანო(ბებია) სისხლიდან იცლებაო. გენადი კი ყვიროდა ყველას დავხოცავო. გასროლის ხმა გენადის სახლიდან ისმოდა. თავისი ეზოდან ოთხი გასროლის ხმა გავიგე, ქვევით რომ ჩამოვიდა კიდევ ერთხელ გაისროლა“, – ამბობს ნათენაძე.

ადვოკატის რამინ პაპიძის კითხვაზე, იცოდა თუ არა მან იმის შესახებ რომ გენადის ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ერთხელ კლდიდანაც გადახტა, რის შემდეგაც დახმარება მას სწორედ ნათენაძის მეუღლემ აღმოუჩინა, მოწმემ უპასუხა: „გადახტა თუ გადავარდა არ ვიცი. რაღაც რომ შეემთხვა ვიცი. არც ის ვიცი ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა თუ არა“.

ნათენაძის შემდეგ პროკურორისა და ადვოკატის შეკითხვებს ბრალდებულის მეზობელმა ზაზა ღორჯომელაძემ უპასუხა.

მისი თქმით, მაშინ როცა უბედური შემთხვევა მოხდა სახლში იყო და ხუთი–ექვსი სროლის ხმა გაიგონა: „გამოვიქეცი, მეგონა ვიღაცამ მტრედები დახოცა. გენადი დავინახე, რომ გარბოდა, ვუყვიროდი რას აკეთებ დაწყნარდი მეთქი. ის ყვიროდა თავი დამანებე ყველა უნდა დავხოცოო“.

ღორჯომელაძის შემდეგ სასამართლოს ჩვენება ექსპერტებმა მისცეს. სასამართლო სამედიცინო ექსპერტის დავით მერაბიშვილის განცხადებით, ბავშვს კეფის მარცხენა მხარეში შემავალი ჭრილობა და თავის ტვინში სისხლჩაქცევა ჰქონდა: „შუბლის მარჯვენა ცილიდან ამოვიღეთ ლითონის საგანი და გადავეცით გამოძიებას“.

რაც შეეხება ბებიას, როგორც მერაბიშვილი განმარტავს, მას ხერხემალზე გამავალი ჭრილობა ჰქონდა: „ტყვიამ დააზიანა ზურგის ტვინი, გაგლიჯა ფილტვი და გაიარა იღლიასთან“.

ექსპერტმა ელგუჯა კეღოშვილმა კი ბალისტიკური (იარაღზე, ვაზნასა და მასრებზე) და ტრასოლოგიური (ტანსაცმელზე) ექსპერტიზა ჩაატარა. როგორც კეღოშვილმა სასამართლო დარბაზში განმარტა, ბრალდებულმა ეს კა ეს-ის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღით ისროლა და ის გამოყენებისთვის ვარგისია.

„შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია ოთხი მასრა და ერთი ვაზნა. ოთხივე მასრა ამ იარაღიდანაა გასროლილი. რაც შეეხება ვაზნას, მასზე იყო ყვითელი და შავი ფერის საღებავი, რაც იმას ნიშნავს, რომ ის სპეცდანიშნულებისაა და არის ცეცხლგამჩენი, ანუ ეს ვაზნა არის სამხედრო დანიშნულების“, – განმარტავს კეღოშვილი და ამატებს, რომ მსგავსი ვაზნა სამოქალაქო ბრუნვაში არ არის.

კატეგორიულად უარყოფს კეღოშვილის განცხადებას ადვოკატი რამინ პაპიძე, იგი დარწმუნებულია, რომ აღნიშნული ვაზნა საქმეში გამოძიებამ თავად ჩადო: „იარაღი გაფორმებული აქვს და ამაზე ვერ შეედავებოდნენ. მან ტყვიები ჩვეულებრივ მოქკავშირში შეიძინა. ამას კი პროკურატურა იმიტომ აკეთებს, რომ გენადის ბრალი დაუმძიმონ. გენადის მკველობასთან ერთად საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა–შენახვისთვისაც ედავებიან“.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 10 ივლისს, დაახლოებით 20:00 საათზე, წარსულში ნასამართლევმა გენადი ი.– მ, კარაბინის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღით საყვარელ გოგონას, რომელიც ცოლად სხვას გაჰყვა, დედა და 8 თვის შვილი მოუკლა. სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

ექსპერტი: „ახალქალაქში ბებია და შვილიშვილი სპეცდანიშნულების ტყვიებით მოკლეს“

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე ექსპერტი და გამომძიებელი დაკითხეს
ახალციხის სასამართლო ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის საქმეს განიხილავს
ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებული პატიმრობში რჩება
ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობის ვადა ეწურება
ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობის საქმეში ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულდა
ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობის საქმეზე მოსამართლე განაჩენს გამოაცხადებს
ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულისთვის სააპელაციოში გამამართლებელ განაჩენს ითხოვენ