FM97.5 / LIVE

ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე ექსპერტი და გამომძიებელი დაკითხეს

მთავარისამართალი 10.03.2015
აცნობიერებდა თუ არა საკუთარ ქმედებას ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებული შემთხვევის ჩადენისას და როდის გაუმწვავდა მას ფსიქიკური მდგომარეობა.

ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე ექსპერტი და გამომძიებელი დაკითხეს

ექსპერტი თამარ ნიკოლოზიშვილი, რომელმაც ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებული გენადი ი–ს ფსიქიკური ექსპერტიზა ჩაატარა, ირწმუნება, რომ მაშინ, როცა მკვლელობა მოხდა, ბრალდებული საკუთარ ქმედებას აცნობიერებდა, ციხეში მოხვედრის შემდეგ კი მისი ფსიქიკურ–ფსიქოლოგიური მდგომარეობა გამწვავდა.

მისი დასკვნის მიხედვით, გენადი ი. ქრონიკული ფსიქიკური დაავადებით, პარანოიდული შიზოფრენიითაა დაავადებული. ამიტომ განაჩენის გამოტანის შემდეგ მან სასჯელი შესაბამის დაწესებულებაში უნდა მოიხადოს.

„ჩვენ გენადი ი.–ს სტაციონარულ–ფსიქილოგიურ–ფსიქიატრიული გამოკვლევა ჩავუტარეთ. ასევე შევისწავლეთ მისთვის 2009 წელს გახსნილი ამბულატორიული სამედიცინო ბარათი. მისი მიხედვით, გენადი შიზოფრენიით იყო დაავადებული“, – განაცხადა ახალციხის რაიონული სასამართლოში დღეს, 10 მარტს გამართულ სასამართლო პროცესზე ნიკოლოზიშვილმა და დაამატა, რომ როგორც ეს საქმის მასალებიდანაც ირკვევა, მაშინ, როცა მკვლელობა მოხდა, გენადი ი.–ს ფსიქიკური მდგომარეობა გართულებული არ იყო, – „ასე რომ ყოფილიყო, ის ჩვეულებრივი სოციალური ცხოვრებით ვერ იცხოვრებდა. ასევე, მას 2013 წელს მართვის მოწმობა აქვს მიღებული“.

ადვოკატ რამინ პაპიძის კითხვაზე, იგი ეჭვქვეშ აყენებს თუ არა 2009 წელს დასმულ დიაგნოზს და განკურნებადია თუ არა შიზოფრენია, ექსპერტმა უპასუხა, რომ 2009 წლის დიაგნოზში ეჭვი არ შეაქვს: „რაც შეეხება შიზოფრენიას, ეს განუკურნებელი დაავადებაა, თუმცა პრაქტიკაში განკურნების შემთხვევებიც არსებობს“.

ნიკოლოზიშვილის შემდეგ სასამართლოს ჩვენება სამცხე–ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს გამომძიებელმა გიორგი ფარცახაშვილმა მისცა. მან, საქმეში, რიგი საგამოძიებო ღონისძიებები ჩაატარა. მაგალითად, ფარცახაშვილმა დაათვალიერა შემთხვევის ადგილი და ასევე, მან ამოიღო ის იარაღი, რომლიდანაც გაისროლეს.

„იარაღზე ბრალდებულის დამ მაყვალა იაკობაძემ მიგვითითა. ის ეზოში, ბალახებში, ლითონის მილში იყო დამალული“, – განაცხადა ფარცახაშვილმა.

მისი თქმით, იარაღის ლულაში იყო ვაზნა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით სპეცდანიშნულების აღმოჩნდა. ფარცახაშვილმა განმარტა, რომ აღნიშნული ვაზნიდან თითის ანაბეჭდები არ აუღიათ: „ალბათ არ ჩავთვალეთ ანაბეჭდების აღება საჭიროდ და იმიტომ“.
ადვოკატის კითხვებზე, მან ან მისმა თანამშრომლებმა ხომ არ ჩადეს ვაზნა იარაღში, ფარცახაშვილმა განაცხადა: „გამორიცხულია, ეს ვაზნა იქ იდო, განმუხტვისას ჩვენ ამოვიღეთ“.

ფარცახაშვილის დაკითხვის შემდეგ ჩვენება პოლიციის კიდევ ერთმა თანამშრომელმა ლევან ალელიშვილმა მისცა. მან ბრალდებულის დაკავებაში მიიღო მონაწილეობა: „გენადი 12 ივლისს, გამთენიისას მისი დის, მაყვალა იაკობაძის სახლში შესვლისას დავაკავეთ. წინააღმდეგობა არ გაუწევია“.

მომავალ პროცესზე, პროკურორ ვასილ ოსიძის შუამდგომლობით, ორი ექსპერტი დისტანციურად დაიკითხება. მომავალი სხდომა 24 მარტს 13:00 საათზე გამართება.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 10 ივლისს, დაახლოებით 20:00 საათზე, წარსულში ნასამართლევმა გენადი ი.– მ, კარაბინის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღით საყვარელ გოგონას, რომელიც ცოლად სხვას გაჰყვა, დედა და 8 თვის შვილი მოუკლა. სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. .

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის სასამართლო ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის საქმეს განიხილავს
ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებული პატიმრობში რჩება
ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებული შესაძლოა სასჯელისგან გათავისუფლდეს
ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობის ვადა ეწურება
ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულისთვის სააპელაციოში გამამართლებელ განაჩენს ითხოვენ
ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობის საქმეში ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულდა
ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობის საქმეზე მოსამართლე განაჩენს გამოაცხადებს