FM97.5 / LIVE

ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობის საქმეში ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულდა

მთავარისამართალი 24.03.2015
დისტანციური დაკითხვა, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იარაღი, წერილობითი მტკიცებულებები და დასაკითხ მოწმეთა სიიდან ამოღებული პირები; სასამართლო დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევაზე გადავიდა.

ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობის საქმეში ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულდა
დღეს, 24 მარტს, ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის გენადი ი–ს საქმეში ბრალდების მხარის ბოლო მოწმეები დაკითხეს. ექსპერტებმა მაკა ფიცხელაურმა და დალი ტალიაშვილმა ჩვენება დისტანციური წესით მისცეს. მათ შემდეგ სასამართლო დარბაზში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენში მცხოვრები სამი პირი დაკითხეს. გოგაშნელებმა შემთხვევის დღის დეტალები გაიხსენეს. სასამართლოში არცერთ მათგანს არ დაუდასტურებია, რომ ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. მათი განცხადებით, გენადი ი. სოფლის მეურნეობას მისდევდა, ჰქონდა მიწები, ბევრი ცხვარი, ძროხა და მანქანა, რომლითაც მოწეული მოსავალი ხშირად ბაზრობაზე გასაყიდად დაჰქონდა.

მოწმეების დაკითხვის შემდეგ პროკურორმა ვასილ ოსიძემ გარდაცვლილი ბავშვის მშობლების, გულიკო ქართველიშვილისა და რამაზ ნათენაძის ჩვენებების გამოკვლევის შესახებ იშუამდგომლა. ოსიძის განცხადებით, არცერთი მათგანი საქართველოში არ იმყოფება, შესაბამისად მათი სასამართლოში დაკითხვა შეუძლებელია. პროკურორმა მოსამართლეს მათ მიერ საზღვრის კვეთის დოკუმენტები წარუდგინა.

მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარე არ დაეთანხმა პროკურორის შუამდგომლობას და გულიკო ქართველიშვილის დისტანციური დაკითხვა ითხოვა, მოსამართლე გიორგი ლონდარიძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა მაინც დააკმაყოფილა.

როგორც პროკურორის მიერ წაკითხულ გულიკო ქართველიშვილის ჩვენებაში გამოიკვეთა გენადი ი. მას მოკვლით ემუქრებოდა: „ახალგაზრდა გოგო ხარ და შუბლი უნდა გაგიხვრიტოო“ – წაიკითხა ოსიძემ ჩვენების იმ ნაწილში, სადაც აღწერილია თუ როგორ მიუვარდა გენადი ი. ვარძიაში გულიკო ქართველიშვილს მოსაკლავად. ქართველიშვილის ჩვენებიდან ირკვევა, რომ გენადი ი–მ მას წლების წინ ცოლობა სთხოვა, რაზეც უარი მიიღო და შემდეგ განვითარებული მოვლენები, სწორედ ამ უარს უკავშირდება.

მოწმეების ჩვენებების ამოწურვის შემდეგ, სასამართლო დარბაზში იმ იარაღის დემონსტრირება მოხდა, რომლითაც ბრალდებულმა სროლა განახორციელა. ამის შემდეგ კი პროკურორმა წერილობითი მტკიცებულებები წარმოადგინა. როგორც სასამართლო დარბაზში ოსიძემ განაცხადა, მან რიგი მოწმეები მოხსნა. მათ შორის აღმოჩნდნენ ბრალდებულის დები.

თუმცა, დაცვის მხარის მოთხოვნით, რადგან ბრალდებულის დები მის დასაკითხ მოწმეთა სიაშიც არიან შეყვანილი, ისინი მაინც დაიკითხებიან.

„მათ დაკთხვის ძირითადი მოტივაცია არის ის, რომ სასამართლოს მისცენ ჩვენება მათი ძმის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ. სწორედ მათი მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობდა გენადი“, – ამბობს ბრალდებულის ადვოკატი რამინ პაპიძე.

ბრალდებულის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ დაიკითხება, ასევე, დაცვის მხარის მოწმე სასამართლოში, ასათიანის სახელობის ფსიქიატრიული სამკურნალო დაწესებულების ექსპერტიზის სამსახურის უფროსი თეიმურაზ ხარებავა.

„იგი არ ეთანხმება სამხარეულის ექსპერტიზის დასკვნას გენადის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ და აცხადებს, რომ შეუძლებელია დანაშაულის ჩადენის მომენტში იგი შეზღუდული შერაცხადობის ყოფილიყო და შემდეგ გამხდარიყო შეურაცხადი“, – გვიხსნის ადვოკატი.

მომავალ სასამართლო პროცესზე, 27 მარტს 12:00 საათზე სწორედ ხარებავა და ბრალდებულის დები დაიკითხებიან.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 10 ივლისს, დაახლოებით 20:00 საათზე, წარსულში ნასამართლევმა გენადი ი.– მ, კარაბინის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღით საყვარელ გოგონას, რომელიც ცოლად სხვას გაჰყვა, დედა და 8 თვის შვილი მოუკლა. სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის სასამართლო ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის საქმეს განიხილავს
ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის დებს დახურულ კარს მიღმა კითხავენ
ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე ექსპერტი და გამომძიებელი დაკითხეს
ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებული შესაძლოა სასჯელისგან გათავისუფლდეს
ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებული პატიმრობში რჩება
ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობის საქმეზე ადვოკატი მოსამართლის აცილებას ითხოვს
ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობის ვადა ეწურება