FM97.5 / LIVE

ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებული შესაძლოა სასჯელისგან გათავისუფლდეს

მთავარისამართალი 24.11.2014
სამხარაულის ექსპერტიზის ფსიქიატრიული დასკვნის მიხედვით, ახალქალაქში მომხდარ ორმაგ მკვლელობაში ბრალდებული, შეურაცხადია, თუმცა, დანაშაულის ჩადენისას მისი ფსიქიკური მდგომარეობა გართულებული არ იყო;

ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებული შესაძლოა სასჯელისგან გათავისუფლდეს

ახალქალაქში, ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებული ციხის N12 საავადმყოფოში, ფსიქიატრიულ განყოფილებაშია. მისი ადვოკატის, რამინ პაპიძის განცხადებით, მან დაკავებიდან დღემდე, საკანში მხოლოდ ერთი დღე გაატარა.

„შეხედეს, რომ შეურაცხადი იყო და ამიტომ გადაიყვანეს ფსიქიატრიულ განყოფილებაში“, - ამბობს პაპიძე.

პროკურატურამ მისი ფსიქიკური მდგომარეობის დასადგენად ექსპერტიზა დანიშნა. სამხარაულის ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ბრალდებული შეურაცხადია, თუმცა, დანაშაულის ჩადენის მომენტში იგი შეზღუდული შერაცხადი იყო. ანუ მისი ფსიქიკური მდგომარეობა, მას შემდეგ გაუარესდა, როცა დააკავეს და საპყრობილეში მოხვდა.

ადვოკატი სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას ნახევრად სიმართლეს უწოდებს. იგი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი, 2009 წლიდან, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ქრონიკული შიზოფრენიის დიაგნოზითაა აღრიცხვაზე აყვანილი. მისივე თქმით, შეუძლებელია, ამ ფსიქიკური მდგომარეობის მქონე ადამიანი ნახევრად შეურაცხადი ყოფილიყო.

„როგორ დაადგინეს, რომ დანაშაულის ჩადენის მომენტში ნახევრად შეურაცხადი იყო? როგორ ადგენენ როდის მისდის და როდის მოსდის გონება?! ეს ხომ აბსურდია!“ - აცხადებს პაპიძე და ამატებს, რომ მან სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა ფსიქიატრიული კლინიკის ექსპერტებს აჩვენა და აღნიშნული მათაც დაუდასტურეს - „მათ გაოცება ვერ დაფარეს და მითხრეს, რომ ადამიანი, რომელსაც ქრონიკული შიზოფრენია აქვს, არ შეიძლება შეზღუდული შერაცხადი იყოს“.

დაცვის მხარე, აღნიშნულ მტკიცებულებას, ყველა სხვა მტკიცებულებასთან ერთად, სადავოს ხდის. ადვოკატი სასამართლოში, იმის დადასტურებას, რომ არ შეიძლება ქრონიკული შიზოფრენიის დიაგნოზის მქონე ადამიანი ნახევრად შეურაცხადი იყოს, სწორედ ფსიქიატრიული კლინიკის ექსპერტების დაკითხვით ეცდება.

„ექსპერტიზა ჩვენც დავნიშნეთ, მაგრამ მითხრეს, რომ სტაციონალური ექსპერტიზის გარეშე ბრალდებულის მდგომარეობას ვერ დაადგენდნენ, ანუ ამბულატორიულად მისი ფსიქიატრიული მდგომარეობის განსაზღვრა შეუძლებელია“, - ამბობს პაპიძე და ამატებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი, როგროც ახლა, დანაშაულის ჩადენისასაც შეურაცხადი იყო.

თუ პირი შეურაცხადია, იგი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება, მაგრამ შეზღუდული შერაცხადობა ბრალდებულს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს. შეზღუდული შერაცხადობის შემთხვევაში, სასამართლო მხოლოდ უვადო პატიმრობაზე ვერ იმსჯელებს, თორემ ვადიან სასჯელს გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში მას ჩვეულებრივ შეუფარდებენ.

ბრალდებულის ფსიქიატრიულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელ პოზიციას გაიზიარებს მოსამართლე, ეს მხოლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ გახდება ცნობილი. საქმის არსებითი განხილვა უკვე დაიწყო და მხარეებმა შესავალი სიტყვებიც წაიკითხეს.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 10 ივლისს, დაახლოებით 20:00 საათზე, წარსულში ნასამართლევმა გენადი ი.– მ, კარაბინის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღით საყვარელ გოგონას, რომელიც ცოლად სხვას გაჰყვა, დედა და 8 თვის შვილი მოუკლა. სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

[თამუნა უჩიძე, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის სასამართლო ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის საქმეს განიხილავს
ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებული პატიმრობში რჩება
ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობის საქმეში ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულდა
ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე ექსპერტი და გამომძიებელი დაკითხეს
ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობის საქმეზე მოსამართლე განაჩენს გამოაცხადებს
ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობის საქმეზე ადვოკატი მოსამართლის აცილებას ითხოვს
ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულისთვის სააპელაციოში გამამართლებელ განაჩენს ითხოვენ