FM97.5 / LIVE

ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულისთვის სააპელაციოში გამამართლებელ განაჩენს ითხოვენ

მთავარისამართალი 04.05.2015
ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული გენადი იაკობაძის საქმეს სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებენ. ადვოკატი გამამართლებელ განაჩენს ითხოვს.

ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულისთვის სააპელაციოში გამამართლებელ განაჩენს ითხოვენ

გენადი იაკობაძის ადვოკატი რამინ პაპიძე ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში დღეს, 4 მაისს გაასაჩივრებს. პაპიძე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვს. შეგახსენებთ, რომ გენადი იაკობაძე დამნაშავედ ცნეს სისხლის სამართლის კოდექსის 236–ე მუხლის 1–ლი და მე–2 ნაწილით და ასევე, 109–ე მუხლის 1გ, 2ბ და 3 ა ნაწილებით და 2–წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

„ექსპერტიზით დადგენილია, რომ იაკობაძე შეურაცხადია, ამიტომ მის გამართლებას ვითხოვთ“, – ამბობს იაკობაძე.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 10 ივლისს, დაახლოებით 20:00 საათზე, წარსულში ნასამართლევმა გენადი ი.– მ, კარაბინის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღით საყვარელ გოგონას, რომელიც ცოლად სხვას გაჰყვა, დედა და 8 თვის შვილი მოუკლა. სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

გოგაშენში მომხდარი მკვლელობაც და ამ საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესებიც, რეგიონში ბოლო პერიოდში ყველაზე გახმაურებული მოვლენები იყო.

მომხდარის შემდეგ სოფელ გოგაშენში დაზრალებულებისა და მკვლელობაში ბრალდებულის ახლობლებს შორის დაპირისპირება დაიწყო. ბრალდებულის დების ოჯახებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში სოფლის დატოვებაც მოუხდათ.

მომხდარს აქციები და სოფელში დაპირისპირებები მოჰყვა. შემთხვევიდან 6 თვის შემდეგ, მაყვალა და მაგული იაკობაძეები მკვლელობის ღამეს, სამმართველოს შენობაში, მათზე მომხდარ სიტყვიერ და ფიზიკურ ზეწოლასა და გაუპატიურების მუქარაზე ალაპარაკდნენ. ამ ამბის „სამხრეთის კარიბჭეში“ გამოქვეყნებას კი რედაქციასთან დაზარალებულების ახლობლების აქციები მოჰყვა.

დაპირისპირებების ფონზე მიმდინარეობდა სასამართლო პროცესებიც ახალციხის რაიონულ სასამართლოში.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებული პატიმრობში რჩება
ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის განაჩენს უზენაესში გაასაჩივრებენ
ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებულს 20–წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის დებს დახურულ კარს მიღმა კითხავენ
ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობის საქმეზე მოსამართლე განაჩენს გამოაცხადებს
ახალციხის სასამართლო ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის საქმეს განიხილავს
ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის დების ოჯახებს პოლიცია იცავს