FM97.5 / LIVE

ნანა გელაშვილი: 'მედიასთან ურთიერთობის გამო სამსახურიდან გამათავისუფლეს'

მთავარიპოლიტიკა 11.02.2015
ახალციხის მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილებაში საქმის წარმოების სპეციალისტი ნანა გელაშვილი, რომელიც მანამდე ახალციხის გაერთიანებული ბაღების დირექტორი იყო, დღეს, 11 თებერვალს სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ნანა გელაშვილი: 'მედიასთან ურთიერთობის გამო სამსახურიდან გამათავისუფლეს'

როგორც ნანა გელაშვილი „სამხრეთის კარიბჭესთან“ აცხადებს, მას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ახალციხის მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფრომა ნინო მიქაბერიძემ აცნობა. მისივე თქმით, მიქაბერიძემ მოტივი ადგილობრივ მედიასთან ურთიერთობით ახსნა.

„დღეს დილით მოვიდა ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი ნინო მიქაბერიძე და მითხრა, რომ მედია ჩემით იყო დაინტერესებული, ამიტომ ხვალიდან სამსახურში აღარ უნდა მივსულიყავი. მხოლოდ და მხოლოდ ამ მოტივით გამომიშვეს. ჩავალაგე ჩემი ნივთები და წამოვედი“, – ამბობს ნანა გელაშვილი.

გელაშვილი ახალციხის ადგილობრივ თვითმმართველობაში 2013 წლიდან მუშაობდა. 2013 წლის 4 თებერვალს გელაშვილი ააიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელად დანიშნეს. 2014 წლის 31 ივლისს სამსახური საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

გელაშვილი სამსახურიდან მას შემდეგ წამოვიდა, რაც ახალციხის მუნიციპალიტეტი ადმინისტრაციულ ერთეულებად დაიყო და ბაღებში რეორგანიზაცია დაიწყო. გელაშვილის წამოსვლას წინ უსწრებდა ახალციხის მერის განცხადებები იმის შესახებ, რომ ბაღების გაერთიანების დირექტორის შეცვლას არ გამორიცხავდა. 1 აგვისტოს, ახალციხის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელად მერიის პრესსამსახურის თანამშრომლის, ეკა ბერიძის და, ნანა ბერიძე დაინიშნა.

2014 წლის 5 სექტემბერს, ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ყოფილი ხელმძღვანელი მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილებაში, საქმის წარმოების სპეციალისტად მერის ბრძანების საფუძველზე აიყვანეს. გელაშვილი ამ პოზიციაზე, 5 იანვრამდე მუშაობდა. საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი არ გაუვლია.

„ჩემს შტატზე ტესტირება არ გამივლია. მე და გია კოპაძე (ახალციხის მერი) შეთანხმებული ვიყავით, რომ ხელშეკრულებით ამიყვანდა, თუმცა დღემდე გაურკვეველი სტატუსით დავდიოდი სამსახურში. ახალი წლების შემდეგ კოპაძეს ვკითხე, გამოვსულიყავი თუ არა სამსახურში, მან მითხრა, რომ ჩვეულებირვი რეჟიმით მემუშავა. 5 იანვრიდან გამოვედი სამსახურში.მას შემდეგ თითქმის ყოველდღე შევდიოდი მერთან, ისიც მეუბნებოდა, რომ ცოტახანიც მომეცადა“, – ამბობს ნანა გელაშვილი.

ახალციხის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ნინო მიქაბერიძემ „სამხრეთის კარიბჭესთან“ სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ გელაშვილს გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია დღეს არ გაუგია. აბსურდულია გელაშვილის ნათქვამიც იმის შესახებ, რომ გათავისუფლების მოტივი მედიის დაინტერესებაა.

იყო თუ არა რაიმე ტიპის შეთანხმება მერთან, "სამხრეთის კარიბჭემ" მერთან ვერ გადაამოწმა. ახალციხის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ ახალციხის მერი გიორგი კოპაძე, თბილისში, შეხვედრაზეა და ტელეფონზე ვერ პასუხობს. კოპაძემ არც "სამხრეთის კარიბჭეს" ზარებს უპასუხა.

ნინო მიქაბერიძე კი განმარტავს, რომ გელაშვილი სამსახურში არ დადიოდა. იგი ამ პოზიციაზე დროებით მუშაობდა, 5 იანვარს, როდესაც ამ ადგილას კონკურსით შერჩეული თანამშრომელი დანიშნეს, ბრძანება შეწყდა: "ეგ ადამიანი იყო დანიშნული დროებით მოვალეობის შემსრულებლად, კონკურსის წესით შერჩევამდე. კონკურსის წესით შერჩევა ნიშნავს იმას, რომ კონკურსი როგორც კი დასრულდება, ვინც გავა იმ პოზიციაზე, დაინიშნება ის ადამიანი. მას ამის შესახებ მაშინვე ეცნობა და ორი კვირის ვადა მიეცა იმისთვის, რომ შემოვლის ფურცელი გაკეთებინა. ესეც გაკეთებული აქვს და წასულია. მას გათავისუფლების შესახებ 5 იანვარსვე ეცნობა, როგორ ივლიდა სამსახურში და შეასრულებდა მოვალეობას".

ნანა გელაშვილი ირწმუნება, რომ სამსახურში დღემდე დადიოდა. მომხდარის შემდეგ კი აპირებს მოყვეს ყველაფერი, რაც საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორობიდან დღემდე შეემთხვა.

„მოვყვები როგორ და რის საფუძველზე დამაწერინეს განცხადება გათავისუფების შესახებ, მაშინ როცა ჯერ კიდევ ბაღების გაერთიანების დირექტორი ვიყავი, ვინ მაიძულებდა სამსახურიდან წასვლას“, – ამბობს ნანა გელაშვილი.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გაერთიანებული ბაღების ყოფილი ხელმძღვანელი მერიაში დაასაქმეს
ნანა გელაშვილმა თანამდებობა დატოვა
ნანა გელაშვილის საქმე
ყოფილი თანამშრომელი მერიის წინააღმდეგ – ნანა გელაშვილი პროკურატურაში ჩივის
ახალციხის ბაღების ხელმძღვანელად მერის პრესსამსახურის და დაინიშნა
ახალციხის ბაგა – ბაღებში სასწავლო პროცესი სექტემბრამდე შეწყდა
ახალციხის ბაგა-ბაღებში ერთი კვირით სწავლა შეწყდა