FM97.5 / LIVE

ყოფილი თანამშრომელი მერიის წინააღმდეგ – ნანა გელაშვილი პროკურატურაში ჩივის

მთავარიპოლიტიკა, სამართალი 28.08.2015
ახალციხის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ყოფილმა სპეციალისტმა ნანა გელაშვილმა, პროკურატურას სარჩელით მიმართა. იგი ერთი თვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვს.

ყოფილი თანამშრომელი მერიის წინააღმდეგ – ნანა გელაშვილი პროკურატურაში ჩივის

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ყოფილმა ხელმძღვანელმა და ასევე, ინფრასტრუქტურის სამსახურის ყოფილმა სპეციალისტმა, ნანა გელაშვილმა სამცხე–ჯავახეთის სამხარეო პროკურორს ლევან პაქსაშვილს სარჩელით დღეს, 26 აგვისტოს მიმართა.

სარჩელში ნანა გელაშვილი წერს, რომ 2013 წლის 1 თებერვლიდან სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელად მუშობდა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ კი სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადება დააწერინეს, თუმცა, დაპირდნენ, რომ როგორც მრავალშვილიან დედას, აუცილებლად დაასაქმებდნენ. სანაცვლოდ მისგან ითხოვდნენ, რომ არ ეჩივლა.

სარჩელის მიხედვით, 2014 წლის 9 სექტემბრიდან, არაერთი ზარის შემდეგ, ნანა გელაშვილი ახალციხის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში მართლაც დაასაქმეს.

იმ პერიოდში ახალციხის მერიაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი მიმდინარეობდა, გელაშვილს კონკურსში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა, მუშაობა მას შემდეგაც გააგრძელა, როცა ახალი კადრები დაინიშნა.

„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სისტემატური კონტაქტი მქონდა ქალაქის მერთან იმის თაობაზე, უნდა მევლო თუ არა სამსახურში. საქმის კურსში იყო მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გელვასი გელაძე. 2015 წლის 11 თებერვალს, მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსმა ნინო მიქაბერიძემ კაბინეტში დამიბარა და მითხრა: პრესა შენით არის დაინტერესებული და ახლავე წადი სამსახურიდანო. 2015 წლის 5 იანვრიდან 11 თებერვლამდე არ დაწერეს ჩემი დანიშვნის ბრძანება და თავისთავად, ხელფასიც არ ამიღია. თუმცა, 11 თებერვალს ჩემი ხელმოწერაა დაფიქსირებული დოკუმენტაციაზე. ჩემთვის უცნობია, ამ პერიოდის განმავლობაში ვითვლებოდი თუ არა თანამშრომლად, თუ ვიყავი თანამშრომელი, რატომ არ მომცეს ხელფასი და თუ არ ვიყავი მერიის თანამშრომელი, რატომ მამუშავებდნენ და მაწერინებდნენ ხელს შემოსულ წერილებზე“, – ვკითხულობთ სარჩელში.

ნანა გელაშვილი ამბობს, რომ ქალაქის მერმა გიორგი კოპაძემ, სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ მისი მეუღლე მერიაში დაიბარა და უთხრა: „ნანა გაჩუმდეს, რამე სამსახურს მივცემთ და მაგ ხელფასსაც პრემიის სახით დავურიცხავთო“.

მისივე თქმით, მერი დროს წელავდა, რადგან გელაშვილს შესაბამისი ორგანოსთვის არ მიემართა: „ამბობდა, რომ ტბაზე ააიპ–ი შეიქმნებოდა და იქ დამაწყებინებდა მუშაობას, თუმცა უშედეგოდ. დირექტორობას არ ვითხოვდი, სამსახური მინოდა იმისთვის, რომ ოთხი შვილი მერჩინა“.

ახალციხის მერიაში ნანა გელაშვილის საქმესთან დაკავშირებით კომენტარზე უარს აცხადებენ. "სანამ არ შემოვა პროკურატურიდან წერილი, ამ საქმეზე კომენტარს არ გავაკეთებთ. ვიღაცა რაღაცას ჭორაობს და გვაბრალებს, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ", – გვითხრეს პრესსამსახურში.

ნანა გელაშვილის საქმეზე "სამხრეთის კარიბჭეს" არაერთი მასალა აქვს მომზადებული, მათი ნაწილიც ასევე მერის კომენტარის გარეშეა. ერთ–ერთ მასალაში კი გიორგი კოპაძე უარყოფს გელაშვილისთვის რაიმე დაპირებას და აცხადებს, რომ მან არც გელაშვილის სამსახურში სიარულის შესახებ იცოდა რამე.

ნანა გელაშვილს იმედი აქვს, რომ პროკურატურა საქმეს შეისწავლის და ყველა ის დარღვევა გამოვლინდება, რაც მისი მუშაობის დროს ხდებოდა. ახალციხის მერს კი მაშინ მაინც მოუწევს ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა. ასევე, გელაშვილი იმედოვნებს, რომ ერთი თვის სახელფასო დავალიანებაც აუნაზღაურდება.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ნანა გელაშვილი: 'მედიასთან ურთიერთობის გამო სამსახურიდან გამათავისუფლეს'
ნანა გელაშვილის საქმე
ახალციხის მერიის ყოფილი თანამშრომლის საქმეზე პროკურატურამ ძიება დაიწყო
გაერთიანებული ბაღების ყოფილი ხელმძღვანელი მერიაში დაასაქმეს
ნანა გელაშვილმა თანამდებობა დატოვა
ახალციხის მერიის ყოფილი თანამშრომლის საქმეზე პროკურატურამ ძიება შეწყვიტა
მზია ქობესაშვილი: "სამართალმა იზეიმა"