FM97.5 / LIVE

ნანა გელაშვილმა თანამდებობა დატოვა

მთავარისაზოგადოება » განათლება 31.07.2014
ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელმა ნანა გელაშვილმა სამსახური დატოვა.

ნანა გელაშვილმა თანამდებობა დატოვა

გელაშვილმა პოსტი დღეს, 31 ივლისს დატოვა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ სამსახურიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე წამოვიდა: „ამ ეტაპზე ასე ვამჯობინე".

ვაკანტურ პოსტზე ახალი კადრი შესაძლოა დღის ბოლომდე დაინიშნოს. ვინ უხელმძღვანელებს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებას, ახალციხის მერიაში არ ამხელენ.

„შეიძლება დღესვე დავნიშნოთ, იმიტომ, რომ ძალიან სასწრაფოა ეს საქმე, სექტემბრიდან ბაღებმა მუშაობა უნდა დაიწყონ. ასევე გასარკვევია თანამშრომლების ხელფასები, რადგან ძალიან ბევრი რამ კანონთან შეუთავსებლობაში მოდის“, – აცხადებს კოპაძე.

კოპაძე ამბობს, რომ შესაძლოა ნანა გელაშვილი სხვა პოზიციაზე დანიშნონ: „ვიფიქრებთ, ნორმალური სპეციალისტია, იცის საქმე და შეიძლება დავასაქმოთ. გადავხედავთ სიტუაციას“.

ნანა გელაშვილი ააიპ ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელად 2013 წლის 4 თებერვლიდან მუშაობდა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი კოპაძემ რამდენიმე დღის წინ „სამხრეთის კარიბჭესთან“ განაცხადა, რომ ქალაქ ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ხელმძღვანელის შეცვლას არ გამორიცხავდა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გაერთიანებული ბაღების ყოფილი ხელმძღვანელი მერიაში დაასაქმეს
მზია ქობესაშვილი: "სამართალმა იზეიმა"
ახალციხის ბაღების ხელმძღვანელად მერის პრესსამსახურის და დაინიშნა
ახალციხის სოფლების ბაღებს ლელა ოქრომელიძე უხელმძღვანელებს
ნანა გელაშვილი: 'მედიასთან ურთიერთობის გამო სამსახურიდან გამათავისუფლეს'
ახალციხის ბაგა – ბაღებში სასწავლო პროცესი სექტემბრამდე შეწყდა
ახალციხის საბავშვო ბაღებისთვის თანამშრომლებს არჩევენ