FM97.5 / LIVE

ლიკანში ხუთვარსკვლავიანი „რიქსოს ბორჯომი“ გაიხსნა [Video]

მთავარისაზოგადოება 14.01.2015
საპარტნიორო ფონდმა და ყაზახურმა კომპანია „ყაზმუნაიგაზმა“ ერთობლივი პროექტი „რიქსოს ბორჯომი“ გახსნა. ხუთვარსკვლავიანი, უმაღლესი კლასის სასტუმრო კომპლექსი ლიკანში, ე.წ. IV-ე სამმართველოს სახელით ცნობილ ტერიტორიაზე მდებარეობს.

ლიკანში ხუთვარსკვლავიანი „რიქსოს ბორჯომი“ გაიხსნა [Video]

გახსნის ცერემონიას პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ვიცე პრემიერები, მთავრობის, პარლამენტის და ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ეს არის მნიშვნელოვანი ქართულ ყაზახური ერთობლივი პროექტი: „ამ პროექტმა რეგიონს შეჰმატა ხუთვარსკვლავიანი სრულყოფილი სასტუმრო, რომელიც უკვე დაჯავშნილია“.

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ გამოსვლისას აღნიშნა, რომ ტურისტულ ბაზარზე დაბრუნდა კურორტი, რომელიც პოპულარული და ერთ-ერთი გამორჩეული დასასვენებელი ადგილი იყო: „სასტუმრო შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და რეგიონის ეკონომიკურ და ტურისტულ ცხოვრებას გამოაცოცხლებს“.



სასტუმროში 151 ნომერია – სტანდარტული, ლუქსის და საპრეზიდენტო. კომპლექსი აერთიანებს რესტორანს, კაფე-ბარებს, საკონფერენციო დარბაზებს, გოლფის და ფეხბურთის სათამაშო მოედნებს, სპა ცენტრს, საცურაო აუზს, ბავშვთა გასართობ ცენტრს „რიქსი ქლაბს“ და დამხმარე ნაგებობებს. სასტუმროს ოპერირებას სასტუმროების ცნობილი ქსელი „რიქსოსი“ განახორციელებს, რომელიც ამ პროექტით პირველად შემოვიდა საქართველოში.

კომპლექსი აშენდა საპარტნიორო ფონდის და ყაზახური კომპანია „ყაზმუნაიგაზის“ ერთობლივი ინვესტიციით. პროექტის ჯამური ღირებულება 48 მილიონი აშშ დოლარია. საპარტნიორო ფონდის თანამონაწილეობა პროექტში კაპიტალის 50%–ია.

სასტუმროს მშენებელობა 2006 წელს დაიწყო. ფინანსური სტრუქტურის არარსებობის გამო 2012 წლის მეორე ნახევრისთვის სამშენებლო პროცესი თითქმის შეჩერებული იყო. 2013 წლის გაზაფხულზე საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტმა ყაზახურ მხარესთან მოლაპარაკება განაახლა. ფონდმა მოახერხა ახალი შეთანხმების მიღწევა პროექტის კონცეფციის დახვეწის, მისი მასშტაბის სრულყოფისა და შესაბამისი დაფინანსების მოპოვების თაობაზე.

სააქციო საზოგადოება საპარტნიორო ფონდი საქართველოს მთავრობის მიერ 2011 წელს დაარსდა. სახელმწიფო ფლობს ფონდის 100%-ს. საპარტნიორო ფონდის აქტივები 5 მილიარდ ლარს აჭარბებს. ფონდი ფლობს „საქართველოს რკინიგზის“, „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, ელექტროსისტემების კომერციული ოპერატორისა“ და ნაწილობრივ, „თელასის“ აქციებს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პრემიერი ბორჯომში ‘რიქსოსის’ პირველ სასტუმროს გახსნის
ზაფხულიდან აბასთუმანში სასტუმროს მშენებლობა დაიწყება
აბასთუმანში 4–ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება – პროექტის ღირებულება 26 მლნ აშშ დოლარია
აქცია ბორჯომში
აბასთუმანში ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება
ახალციხის ციხეში პირველი სასტუმრო გაიხსნა
ლიკანის კომპლექსის რეაბილიტაციაზე 771,000 ლარი დაიხარჯება