FM97.5 / LIVE

პრემიერი ბორჯომში ‘რიქსოსის’ პირველ სასტუმროს გახსნის

მთავარიეკონომიკა 14.01.2015
საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლიკანში “რიქსოსის“ პირველ, 5-ვარსკვლავიან სასტუმრო კომპლექსს გახსნის. ეს “რიქსოსის“ პირველი სასტუმროა საქართველოში. სასტუმროს 9 სართულზე 151 ნომერია განთავსებული.

პრემიერი ბორჯომში ‘რიქსოსის’ პირველ სასტუმროს გახსნის

კომპლექსი დასვენებისთვის აუცილებელი თანამედროვე ინფრასტრუქტურითაა აღჭურვილი და საკონფერენციო დარბაზებს, ჩოგბურთისა და ფეხბურთის სათამაშო მოედნებს, საცურაო აუზსა და სატრენაჟორო დარბაზს მოიცავს.

კომპლექსი საპარტნიორო ფონდისა და ყაზახური კომპანია “ყაზმუნაიგაზის“ ერთობლივი ინვესტიციით აშენდა. მისი ჯამური ღირებულება 48 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. საპარტნიორო ფონდის მონაწილეობა პროექტში კაპიტალის 50%-ია.

როგორც საპარტნიორო ფონდში აცხადებენ, ფონდის ახალ მენეჯმენტს პროექტი შეჩერებული დახვდა. ახალმა მენეჯმენტმა პროექტის დასასრულებლად დაიწყო მოლაპარაკებები, რის შედეგადაც უზრუნველყოფილ იქნა მშენებლობის შეუფერხებელი პროცესი: „მშენებლობის დროს ობიექტზე 600-მდე ადგილობრივი მუშაობდა. ამჟამად, „რიქსოს ბორჯომმა“ მუდმივ შტატში 200 ადამიანი აიყვანა და დასაქმებულთა რიცხვის გაზრდას გეგმავს“.

სასტუმრო კომპლექსის გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი კოვზანაძე, ნავთობკომპანია"ყაზტრანს ოილ"-ის დირექტორი კაბილდინ კაიერგელდი და ყაზახეთისრესპუბლიკის ელჩი საქართველოში ერმუჰამეტ ერტისბაევი დაესწრებიან.

პრემიერი ბორჯომში ‘რიქსოსის’ პირველ სასტუმროს გახსნის

[ნინო ნარიმანიშვილი, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ლიკანში ხუთვარსკვლავიანი „რიქსოს ბორჯომი“ გაიხსნა [Video]
აქცია ბორჯომში
აბასთუმანში ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება
აბასთუმანში 4–ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება – პროექტის ღირებულება 26 მლნ აშშ დოლარია
ზაფხულიდან აბასთუმანში სასტუმროს მშენებლობა დაიწყება
ახალციხის ციხეში პირველი სასტუმრო გაიხსნა
"რომანოვების სასახლე" სამართავად საპარტნიორო ფონდს გადაეცა