FM97.5 / LIVE

ახალციხის ციხეში პირველი სასტუმრო გაიხსნა

მთავარისაზოგადოება 12.04.2013
ახალციხის ციხის ტერიტორიაზე ახალი სასტუმრო ”ჯინო ველნესს რაბათი” დაიწყებს ფუნქციონირებას.

ახალციხის ციხეში პირველი სასტუმრო გაიხსნა

სასტუმრო ”ჯინო ველნესს რაბათი” ს.ს. ”საპარტნიორო ფონდისა” და Eurocom Invstment Georgia - ს ერთობლივი დაფინანსებით აშენდა. ინვესტიციის მთლიანი მოცულობა ხუთი მილიონი დოლარით განისაზღვრა.

სასტუმრო ოფიციალურად დღეს გაიხსნა, სადაც ერთდროულად 150-მდე ადამიანის მიღება იქნება შესაძლებელი. 38 ნომერი, მათ შორის ორი ლუქსი და 36 სტანდარტი ახალციხის ციხის ტერიტორიაზე ჩამოსული სტუმრების განკარგულებაში იქნება. შენობაში ასევე განთავსებულია ბარი, რესტორანი, სპა, საუნა და ღია აუზი.

”სასტუმრო არ არის მხოლოდ ის ადგილი, სადაც ადამიანმა მარტო ღამე უნდა გაათიოს. ეს ის ადგილია, სადაც ადამიანმა უნდა დაისვენოს. მაქსიმალურად მიიღოს თავისი ორგანიზმის აღდგენის შესაძლებლობანი და სწორედ ამას პასუხობს ეს კომპლექსი”, - ამბობს სასტუმროს დამფუძნებელი ნოდარ გიორგაძე.

”ჯინო ველნესს რაბათში” ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.

”ამ ეტაპზე დაახლოებით 32 თანამშრომელია, თუმცა როგორც კი სეზონი გაიხსნება და მუშაობა დაიწყება მათი რაოდენობაც მოიმატებს”, - Eurocom Invstment Georgia-ს დირექტორი ილია თანდარაშვილი.

ახალციხის ციხის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ეს არის პირველი სასტუმრო, რომელიც კომპლექსის ტერიტორიაზე გაიხსნა.

”ასევე ნელ-ნელა იწყებენ სხვადასხვა ბრენდები ახალციხის ციხეში შემოსვლას”, - ამბობს ახალციხის ციხის დირექტორი გუჯა ბიჭაშვილი

სასტუმროს გახსნის ცერემონიალის შემდეგ ს.ს. ”საპარტნიორო ფონდის” აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ და სლოვაკეთის ექსპორტ-იმპორტ ბანკის წარმომადგენელმა საქართველოში ტურიზმის სექტორში ერთობლივ პროექტის განხორციელების თაობაზე ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

ახალციხის ციხეში პირველი სასტუმრო გაიხსნა

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აბასთუმანში ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება
ლიკანში ხუთვარსკვლავიანი „რიქსოს ბორჯომი“ გაიხსნა [Video]
'ახალციხის ციხეზე' ქვედა საპარკინგე ადგილი ჩაკეტეს
პრემიერი ბორჯომში ‘რიქსოსის’ პირველ სასტუმროს გახსნის
აბასთუმანში სასტუმრო 'აბასთუმანი რეზიდენსი' გაიხსნა
აქცია ბორჯომში
თელავში თიბისის მხარდაჭერით სასტუმრო Holiday Inn გაიხსნა ®