FM97.5 / LIVE

ლიკანის კომპლექსის რეაბილიტაციაზე 771,000 ლარი დაიხარჯება

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 28.07.2017
„საპარტნიორო ფონდი" ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის - ლიკანის კომპლექსის, ე.წ. „რომანოვების რეზიდენციის" რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოებს იწყებს.

ლიკანის კომპლექსის რეაბილიტაციაზე 771,000 ლარი დაიხარჯება

როგორც ფონდის განცხადებაში ვკითხულობთ, ამ ეტაპზე მოხდება რომანოვების სასახლის, ორანჟერიისა და საკონფერენციო დარბაზის, აგრეთვე, პარკისა და ყოფილი სამთავრობო რეზიდენციის რეაბილიტაციის პროექტირება. ამასთანავე, ჩატარდება სასახლის მუზეომოგრაფიული კვლევა და შეიქმნება მთლიანი კომპლექსის გენერალური გეგმა.

აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად 771,000 ლარი დაიხარჯება. საპროექტო სამუშაოების ხანგრძლივობაა რვა თვე. პროექტირების დასრულებისთანავე, დაიგეგმება სამშენებლო-სარესტავრაციო სამუშაობის დაწყება.

მთავრობის გადაწყვეტილებით, „ლიკანის პარკს" ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი გასულ კვირას მიენიჭა.

სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და „საპარტნიორო ფონდს" შორის 2016 წელს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად ფოდნმა კომპლექსის რესტავრაცია-რეაბილიტაციის ვალდებულება აიღო.

"კომპლექსის პროექტირებისა და მომდევნო რეაბილიტაცია-რესტავარციის სწორად დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით, „საპარტნიორო ფონდი" აქტიურად თანამშრომლობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან", – ნათქვამია ფონდის განცხადებაში.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

"რომანოვების სასახლე" სამართავად საპარტნიორო ფონდს გადაეცა
ლიკანში რომანოვების სასახლის რეაბილიტაცია იწყება
ბორჯომის პარკს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
რაბათში აბანოების რესტავრაციისთვის სპეციალისტებს თურქეთიდან მოიწვევენ
მშენებლობა ვარძიაში არღვევს ისტორიულ ლანდშაფტს – ძეგლთა დაცვა გარემოს დაცვას მიმართავს
ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზას და ე.წ. ეიფელის ხიდს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ქართულ სუფრას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა