FM97.5 / LIVE

აბასთუმანში 4–ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება – პროექტის ღირებულება 26 მლნ აშშ დოლარია

მთავარიეკონომიკა 25.01.2016
საპარტნიორო ფონდის ცნობით, კომპანია „რედიქს ჯგუფთან“ ერთად აბასთუმანში პირველი მაღალი კლასის სასტუმროს პროექტზე მუშაობს.

აბასთუმანში 4–ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება – პროექტის ღირებულება 26 მლნ აშშ დოლარია

პროექტის მიხედვით 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო დაბა აბასთუმანში, აღობილის დასახლებაში აშენდება. 160-ნომრიანი სასტუმრო მოიცავს კაფე-რესტორანს, საკონფერენციო დარბაზს, შეხვედრების ოთახს, აუზს, ბარსა და კლუბს, ფიტნესკლუბსა და სპას.

მშენებლობის დაწყების სავარაუდო თარიღი 2016 წლის გაზაფხულია, სასტუმროს მშენებლობა 2018 წელს დასრულდება. პროექტის საინვესტიციო მოცულობა კი 26 მლნ აშშ დოლარია.

როგორც ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ჩერქეზიშვილი აღნიშნავს, აბასთუმანში, რომელიც ერთ-ერთი სტრატეგიული საკურორტო დასახლებაა, დღესდღეისობით მხოლოდ საოჯახო ტიპის რამდენიმე სასტუმრო ფუნქციონირებს. მისივე თქმით, აბასთუმანში არსებობს მაღალი კლასის სასტუმროზე მოთხოვნა და ეს პროექტი ტურისტების რაოდენობასაც გაზრდის.

სააქციო საზოგადოება საპარტნიორო ფონდი საქართველოს მთავრობამ 2011 წელს დააარსა. სახელმწიფო ფლობს ფონდის 100 პროცენტს. საპარტნიორო ფონდის აქტივები 5 მილიარდ ლარს აჭარბებს. ფონდის საკუთრებაშია „საქართველოს რკინიგზის“, „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, ელექტროსისტემების კომერციული ოპერატორისა“ და ნაწილობრივ „თელასის“ აქციები.

ამჟამად, საპარტნიორო ფონდის დირექტორი საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი ლიდერია. რაც შეეხება რედიქს ჯგუფს, კომპანია საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე 2007 წლიდან არის. 2008 წლიდან კომპანია ახალი, განსხვავებული ფუნქციური დანიშნულების ობიექტების მართვასა და განვითარებას ითავსებს. ჯგუფმა განახორციელა ინვესტიცია სიღნაღსა და ბათუმში (სასტუმრო „კაბადონი“ და აპარტ-ოტელი „ლე პორტი“). ამჟამად ჯგუფის მიმდინარე პროექტების პორტფოლიო მოიცავს თბილისში სასტუმრო ჰილტონის მშენებლობას ჭავჭავაძის გამზირზე (გაიხსნება 2017 წელს) და A კლასის საოფისე უძრავი ქონების მშენებლობას ლეონიძის ქუჩაზე (გაიხსნება 2016 წლის ზაფხულში).

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ზაფხულიდან აბასთუმანში სასტუმროს მშენებლობა დაიწყება
ლიკანში ხუთვარსკვლავიანი „რიქსოს ბორჯომი“ გაიხსნა [Video]
აბასთუმანში ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება
აბასთუმანში მშენებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო დამსვენებლებს 2020 წლიდან მიიღებს
აბასთუმანში სასტუმრო 'აბასთუმანი რეზიდენსი' გაიხსნა
პრემიერი ბორჯომში ‘რიქსოსის’ პირველ სასტუმროს გახსნის
აქცია ბორჯომში