FM97.5 / LIVE

ადიგენში საბავშვო ბაღის მშენებლობა სრულდება

მთავარისაზოგადოება » განათლება 26.11.2014
დაბა ადიგენში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მშენებლობა ერთ კვირაში დასრულდება. დეკემბრიდან 80 – მდე აღსაზრდელი სასწავლო პროცესს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენებულ შენობაში გააგრძელებს.

ადიგენში საბავშვო ბაღის მშენებლობა სრულდება
ადიგენში საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი დღეს, 26 ნოემბერს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაქარია ენდელაძემ დაათვალიერა.
ენდელაძის თქმით, სამუშაოების 80 პროცენტი უკვე შესრულებულია: „მშენებელი კომპანია 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. შენობა უკვე დახურულია, ამ ეტაპზე მიმადინერეობს შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები“.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, მშენებელმა კომპანიამ საბავშვო ბაღის მშენებლობა 5 დეკემბრამდე უნდა დაასრულოს.

შეგახსენებთ, რომ დაბა ადიგენში საბავშვო ბაღის შენობა გასული წლის 26 დეკემბერს ჩამოინგრა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. 80 – მდე აღსაზრდელი საბავშვო ბაღის გარეშე დარჩა. თითქმის ორთვიანი ლოდინის შემდეგ საბავშვო ბაღი, დროებით, ზაზაშვილის N5 – ში, ორსართულიან კერძო სახლის მეორე სართულზე გაიხსნა. ადიგენის ადგილობრივი თვითმმართველობა შენობის მეპატრონეს ყოველთვიურად 600 ლარს უხდის.

მიმდინარე წლის 25 აგვისტოს კი დანგრეული საბავშვო ბაღის ადგილზე, თ. ერისთავის ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო. მშენებლობისთვის ტენდერი 10 ივლისს გამოცხადდა და 1 აგვისტოს დასრულდა. შენობას შპს „ჯი –აი – თი“ აშენებს.

ბაღის მშენებლობისთვის ადგილობრივ ბიუჯეტიდან 201 ათასი ლარი გამოიყო.

[მანანა სარაშვილი, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენში დანგრეული საბავშვო ბაღის სანაცვლოდ ახალი ბაღი შენდება
ადიგენში საბავშვო ბაღის მშენებლობა დათქმულ ვადაში ვერ სრულდება
დაბა ადიგენში საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა
წლის ბოლოს დაბა ადიგენს ახალი საბავშვო ბაღი ექნება
ადიგენში საბავშვო ბაღი ოფიციალურად გაიხსნა
ადიგენში საბავშვო ბაღისთვის ფართი იქირავეს
ადიგენში საბავშვო ბაღი კერძო სახლში გაიხსნება