FM97.5 / LIVE
საბავშვო ბაღის დანგრევის გამო, შეწყვეტილი სასწავლო პროცესი მალე განახლდება. ორთვიანი ლოდინის შემდეგ, დაბის 77 პატარა კერძო სახლში გახსნილ საბავშვო ბაღში წავა.">

ადიგენში საბავშვო ბაღი კერძო სახლში გაიხსნება

მთავარისაზოგადოება » განათლება 27.02.2014
დაბა ადიგენში, საბავშვო ბაღის დანგრევის გამო, შეწყვეტილი სასწავლო პროცესი მალე განახლდება. ორთვიანი ლოდინის შემდეგ, დაბის 77 პატარა კერძო სახლში გახსნილ საბავშვო ბაღში წავა.

ადიგენში საბავშვო ბაღი კერძო სახლში გაიხსნება
როგორც ადიგენის ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, საბავშვო ბაღი დროებით ზაზაშვილის ქუჩაზე მდებარე ორსართულიან კერძო სახლში იხსნება. ადგილობრივმა ხელისუფლებამ შენობა უკვე დაათვალიერა.

„ფართი საკმარისია, მოწესრიგებულია სველი წერტილებიც, სახლს აქვს ეზოც. ბინას ჯანდაცვის სამსახურიც დაათვალიერებს და იქ არსებული პირობების შესახებ წერილობით გვაცნობებს“, - ამბობს ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ენდელაძე.

ადიგენის ადგილობრივ თვითმმართველობას საბავშვო ბაღისთვის ყოველთვიურად ქირის, 800 ლარის გადახდა მოუწევს. „მეპატრონე ხელზე 600 ლარს აიღებს“, - ამბობს ენდელაძე.

მისი თქმით, სასწავლო პროცესი ოფიციალური დოკუმენტების მოწესრიგების შემდეგ, მალევე დაიწყება, თუმცა დაბაში ახალი საბავშვო ბაღის აშენების საკითხი კვლავ დღის წესრიგში რჩება: „სანამ მე ვიქნები ხელისუფლებაში, მაქსიმალურად ვეცდები, რომ ბაღის მშენებლობას საფუძველი მაინც ჩავუყარო. ადიგენში ახალი საბავშვო ბაღი აუცილებად უნდა აშენდეს“.

შეგახსენებთ, ადიგენში საბავშვო ბაღის შენობა 26 დეკემბერს ჩამოინგრა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამ დრომდე 77 აღსაზრდელი საბავშვო ბაღის გარეშეა დარჩენლი. ექსპერტიზის დასკვნით, შენობის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და მისი აღდგენა დაუშვებელია.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენში საბავშვო ბაღისთვის ფართი იქირავეს
ადიგენის საბავშვო ბაღის საკითხი ამ დრომდე გაურკვეველია
ადიგენში დანგრეული საბავშვო ბაღის სანაცვლოდ ახალი ბაღი შენდება
დაბა ადიგენში საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა
წლის ბოლოს დაბა ადიგენს ახალი საბავშვო ბაღი ექნება
ადიგენში საბავშვო ბაღის მშენებლობა დათქმულ ვადაში ვერ სრულდება
ადიგენში საბავშვო ბაღის მშენებლობა სრულდება