FM97.5 / LIVE

ადიგენში დანგრეული საბავშვო ბაღის სანაცვლოდ ახალი ბაღი შენდება

მთავარისაზოგადოება » განათლება 22.09.2014
დაბა ადიგენში კერძო სახლში გახსნილ საბავშვო ბაღს მალე ახალი შენობა შეცვლის. დანგრეული ბაღის ადგილას ახალი შენობის მშენებლობა წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.

ადიგენში დანგრეული საბავშვო ბაღის სანაცვლოდ ახალი ბაღი შენდება

საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის ტენდერი 10 ივლისს გამოცხადდა და 1 აგვისტოს დასრულდა. შენობას შპს „ჯი –აი – თი“ აშენებს. მშენებლობისთვის 201.101 ლარია გამოყოფილი.

ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა 25 აგვისტოს დაიწყო. სამუშაოების 20 პროცენტი უკვე შესრულებულია.

„საბავშვო ბაღი ისევ ძველი ბაღის ტერიტორიაზე შენდება. თუ ამინდებმა შეგვიწყო ხელი, სულ მალე ადიგენში ორ ჯგუფზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების ბაღი იქნება “, – ამბობს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების სამსახურის მთავარი სპეციალისტი თეა ბოჩიკაშვილი.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, შპს „ჯი – აი – თი“–მ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა 5 დეკემბერს უნდა დაამთავროს.

შეგახსენებთ, რომ დაბა ადიგენში საბავშვო ბაღის შენობა გასული წლის 26 დეკემბერს ჩამოინგრა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. 77 აღსაზრდელი საბავშვო ბაღის გარეშე დარჩა. თითქმის ორთვიანი ლოდინის შემდეგ საბავშვო ბაღი, დროებით, ზაზაშვილის N5 – ში, ორსართულიან კერძო სახლის მეორე სართულზე გაიხსნა. ადიგენის ადგილობრივი თვითმმართველობა შენობის მეპატრონეს ყოველთვიურად 600 ლარს უხდის. მესაკუთრესთან ხელშეკრულება წლის ბოლომდეა დადებული.

[მანანა სარაშვილი, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენში საბავშვო ბაღის მშენებლობა სრულდება
ადიგენში საბავშვო ბაღის მშენებლობა დათქმულ ვადაში ვერ სრულდება
დაბა ადიგენში საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა
წლის ბოლოს დაბა ადიგენს ახალი საბავშვო ბაღი ექნება
ადიგენში საბავშვო ბაღი ოფიციალურად გაიხსნა
ადიგენში საბავშვო ბაღისთვის ფართი იქირავეს
ადიგენში საბავშვო ბაღი კერძო სახლში გაიხსნება