FM97.5 / LIVE

ადიგენში საბავშვო ბაღისთვის ფართი იქირავეს

მთავარისაზოგადოება » განათლება 13.03.2014
ორთვიანი ლოდინის შემდეგ, დაბა ადიგენში საბავშვო ბაღის დანგრევის გამო შეწყვეტილი სასწავლო პროცესი 4 მარტს განახლდა. საბავშვო ბაღი დროებით კერძო სახლში გაიხსნა.

ადიგენში საბავშვო ბაღისთვის ფართი იქირავეს
საბავშვო ბაღი ზაზაშვილის N5-ში, ორსართულაინ კერძო სახლის მეორე სართულზე გაიხსნა. შენობის სავარაუდო ფართი 135 კვადრატული მეტრია.

ამ ეტაპზე ბაღში ორი ჯგუფია და ჯამში 50 აღსაზრდელი დადის. სიით კი აღნიშნულ ბაღში 70-მდე აღსაზრდელი ირიცხება. როგორც ბაღის აღმზრდელები გვიხსნიან, ბავშვები სამ ოთახში არიან განაწილებული. უფროსი ასაკის ჯგუფი შედარებით დიდ ოთახში შეიყვანეს, პატარები კი სახლის პატარა ოთახებში მოათავსეს.

„ფართი ასე თუ ისე საკმარისია, მოწესრიგებულია სველი წერტილებიც. არის რაღაცეები გასაკეთებელი, მაგალითად ხელსაბანია ცოტა მაღალი და ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ბავშვი მიწვდეს. ნელ-ნელა ყველაფერს სტანდარტებამდე მივიყვანთ“,- ამბობს ადიგენის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორი ნატო სინაურიძე.

ადიგენის ადგილობრივი თვითმმართველობა შენობის მეპატრონეს ყოველთვიურად 600 ლარს უხდის. (600 ლარი ხელზე ასაღები ქირის ოდენობაა).

მესაკუთრესთან ხელშეკრულება მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლომდეა დადებული. ადიგენის თვითმართველობაში განმარტავენ, რომ საბავშვო ბაღის აშენების საკითხი კვლავ დღის წესრიგში რჩება.

„ადიგენში აუცილებლად აშენდება ახალი საბავშვო ბაღი“, - ამბობს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლოს მოადგილე არსენ ბალახაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ადიგენში საბავშვო ბაღის შენობა 26 დეკემბერს ჩამოინგრა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ექსპერტიზის დასკვნით, შენობის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და მისი აღდგენა დაუშვებელია.

[მანანა სარაშვილი, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენში საბავშვო ბაღი კერძო სახლში გაიხსნება
ადიგენში დანგრეული საბავშვო ბაღის სანაცვლოდ ახალი ბაღი შენდება
დაბა ადიგენში საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა
ადიგენში საბავშვო ბაღის მშენებლობა დათქმულ ვადაში ვერ სრულდება
წლის ბოლოს დაბა ადიგენს ახალი საბავშვო ბაღი ექნება
ადიგენში საბავშვო ბაღი ოფიციალურად გაიხსნა
ადიგენში საბავშვო ბაღის მშენებლობა სრულდება