FM97.5 / LIVE

წლის ბოლოს დაბა ადიგენს ახალი საბავშვო ბაღი ექნება

მთავარისაზოგადოება » განათლება 04.07.2014
ერთ თვეში, დაბა ადიგენში სკოლამდელი დაწესებულების აღსაზრდელებისთვის ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყება.

წლის ბოლოს დაბა ადიგენს ახალი საბავშვო ბაღი ექნება
როგორც ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის ტენდერი რამდენიმე დღეში გამოცხადდება.

„პროექტი უკვე მზად არის, ხვალ ან ზეგ უკვე ტენდერსაც გამოვაცხადებთ, 20 დღეში გამარჯვებული გამოვლინდება და სავარაუდოდ ერთ თვეში უკვე სამუშაოები დაიწყება“,–ამბობს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე.

ენდელაძის თქმით, ტენდერი 225 ათასი ლარის ფარგლებში გამოცხადდება. ახალი საბავშვო ბაღი ძველი ბაღის ტერიტორიაზე აშენდება.

„მოგეხსენებათ, რომ ძველი ბაღი ავარიულ მდგომარეობაშია, ამიტომ ბავშვების დასაცავად ძველ ბაღსა და ახალს შორის გამყოფი კედელი გაკეთდება“,–ამბობს ენდელაძე და ამატებს, რომ წლის ბოლოს ადიგენს ორ ჯგუფზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი ექნება.

შეგახსენებთ, რომ დაბა ადიგენში საბავშვო ბაღის შენობა გასული წლის 26 დეკემბერს ჩამოინგრა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. 77 აღსაზრდელი საბავშვო ბაღის გარეშე დარჩა. ორთვიანი ლოდინის შემდეგ სასწავლო პროცესი 4 მარტს განახლდა.

საბავშვო ბაღი,დროებით, ზაზაშვილის N5 – ში, ორსართულიან კერძო სახლის მეორე სართულზე გაიხსნა. ადიგენის ადგილობრივი თვითმმართველობა შენობის მეპატრონეს ყოველთვიურად 600 ლარს უხდის. მესაკუთრესთან ხელშეკრულება წლის ბოლომდეა დადებული.

[მანანა სარაშვილი, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენში დანგრეული საბავშვო ბაღის სანაცვლოდ ახალი ბაღი შენდება
დაბა ადიგენში საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა
ადიგენში საბავშვო ბაღის მშენებლობა დათქმულ ვადაში ვერ სრულდება
ადიგენში საბავშვო ბაღის მშენებლობა სრულდება
ადიგენში საბავშვო ბაღისთვის ფართი იქირავეს
ადიგენში საბავშვო ბაღი ოფიციალურად გაიხსნა
ადიგენში საბავშვო ბაღი კერძო სახლში გაიხსნება