FM97.5 / LIVE

5–საათიანი სასამართლო და ჯარიმა 250 ლარი

მთავარი 24.10.2014
სასამართლო პროცესი, რომელზეც 22 ოქტომბერს დაკავებული მუსლიმების საქმეს განიხილავდნენ, 5 საათს გაგრძელდა და სამჯერ შეწყდა. საბოლოოდ, 11–ვე დაკავებულს მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა ადმინისტრაციული ჯარიმა დააკისრა.

5–საათიანი სასამართლო და ჯარიმა 250 ლარი

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში 22 ოქტომბერს დაკავებული 14 მუსლიმიდან, 11–ს საქმე ახალციხის რაიონულმა საამართლომ განიხილა. სასამართლო პროცესი 19:00 საათზე დაიწყო და 00:20 საათზე დასრულდა. პროცესი ორჯერ შესვენების გამო შეწყდა, ერთხელ კი ერთ–ერთმა დაკავებულმა განაცხადა, რომ ცუდად იყო და ჰაერზე გაყვანა ითხოვა. სასამართლო პროცესზე ოთხი პოლიციელი და ხუთი მუსლიმი დაკითხეს.
ადიგენის რაიონული პოლიციის თანამშრომლის რამაზ ნადირაძის თქმით, ადგილობრივი მუსლიმები სამართალდამცავებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, თუმცა ფიზიკური დაპირიპირება არ ყოფილა.

„22 ოქტომბერს ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენელმა ზურა ტაბიძემ მოგვმართა, რის შედეგადაც ავედით სოფელ მოხეში. ადგილობრივი მუსლიმები უცენზურო სიტვებით მოგვმართავდნენ, ხელით გვაწვებოდნენ და უნდოდათ მუშების გაძევება. ჩვენ მათ წესრიგის დაცვისკენ მოვუწოდებდით“, – განაცხადა სასამართლო პროცესზე რამაზ ნადირაძემ.

მუსლიმებმა კი განაცხადეს, რომ აგრესია სამართალდამცველებისგან მოდიოდა.
„დერცელიდან ჩავედით მოხეში, ავტობუსიდან გადმოვედით თუ არა, დაგვესივნენ და მანქანებში ჩაგვტენეს“, – განაცხადა წალკაში მცხოვრებმა თამაზ მიქელაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ გუშინ დერცელში სტუმრად იმყოფებოდა.

11–ვე დაკავებულს მოსამართლემ ჯარიმა 250 ლარი დააკისრა. თანხის გადასახდელად მათ ერთკვირიანი ვადა აქვთ.

დაკავებულებს საიას გორის ოფისის იურისტები ნონა ასკილაშვილი და დალი ჯანიაშვილი იცავდნენ.
ისინი ამბობენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფებს დანაშაული არ ჩაუდენიათ და შესაბამისად, არაფერი უღიარებიათ.

„სასამართლო პროცესზე მოწმეთა მტკიცებულებებით შეიძლება ითქვას, დადასტურდა, რომ დაკავებულების მხრიდან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენას ადგილი არ ჰქონია. თუმცა, სასამართლომ ისინი დააჯარიმა 250 ლარით და გაათავისუფლა დარბაზიდან“, – ამბობს დალი ჯანიაშვილი.

დაკავებულები ამბობენ, რომ სასამართლომ ჯარიმა დაუმსახურებლად დააკისრათ.

„100–ლარიანი რომ ყოფილიყო, კიდევ შევძლებდით გადახდას, მაგრამ ისიც არ გვეკუთვნოდა“, – გვითხრა მოხეში მცხოვრებმა ბადრი გობაძემ.

სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა ჯამბულ ნაკაიძეც: "უდანაშაულოდ დამიჭირეს. ვერ გადავიხდი 250 ლარს. ერთი წლის განმავლობაში ვერ ვახერხებ მაგ თანხის შოვნას".

გათავისუფლებულები ამბობენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ აპირებენ. 11–ვე მუსლიმი სასამართლოდან აქციაზე გაემართა. მათი მისვლის შემდეგ, მუსლიმებმა აქციის შეწყევტა გადაწყვიტეს.

შეგახსენებთ, სამართალდამცველებმა მუსლიმები გუშინ, 22 ოქტომბერს, მოხეში, მეჩეთის შენობის გამო ადგილობრივებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას დააკავეს. მათი დაკავების გამო ადიგენის მუსლიმური თემი ორი დღის განმავლობაში ახალციხეში, შსს სამხარეო სამმართველოს შენობასთან აქციებს მართავდა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მოხეში დაკავებული 14 მუსლიმიდან 11–ს სასამართლომ 250 ლარი ჯარიმა დააკისრა
მუსლიმები აქციას წყვეტენ
მოხეში დაკავებული 14 მუსლიმიდან 3 გაათავისუფლეს
მუსლიმები ამბობენ, რომ დაკავებულები რომც გაათავისუფლონ, მაინც არ დაიშლებიან
მუსლიმები მოხეში აქციის გამართვას არ გეგმავენ
საიამ მოხეში დაკავებულების საქმე გაასაჩივრა
მოხეში მომხდარი მოვლენები Human Rights Watch–ის ანგარიშში მოხვდა