FM97.5 / LIVE

მოხეში მომხდარი მოვლენები Human Rights Watch–ის ანგარიშში მოხვდა

მთავარისაზოგადოება 30.01.2015
Human Rights Watch-ი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფე მოხეში სადავო შენობის დემონტაჟისას მუსლიმების დაკავების ფაქტს ეხმაურება.

მოხეში მომხდარი მოვლენები Human Rights Watch–ის ანგარიშში მოხვდა

მოხეში მომხდარი მოვლენები ორგანიზაციის მსოფლიო ანგარიშში მოხვდა. Human Rights Watch–ის ერთწლიან ანგარიშში ნათქვამია, რომ „ოქტომბერში პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა პატარა სოფელში საპროტესტო გამოსვლის დასაშლელად და დააკავა 14 მონაწილე”.

„სასამართლომ 11 მათგანი დააჯარიმა 250 ლარით წვრილმანი ხულიგნობისთვის და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის. პოლიციის ქმედებები არ იქნა სათანადოდ გამოძიებული ხელისუფლების მიერ“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

შეგახსენებთ, სოფელ მოხეში ადგილობრივი მუსლიმები და ქრისტიანები სოფლის ცენტრში მდებარე შენობაზე დავობენ. მუსლიმები აცხადებენ, რომ შენობა, რომელიც ერთ დროს მეჩეთი იყო, მათ უნდა გადაეცეთ. მათ ადიგენის გამგეობაში შენობის გადაცემის მოთხოვნით განცხადებაც შეიტანეს. თუმცა, გამგეობაში ამბობენ, რომ შენობას კულტურის სახლის სტატუსი აქვს და მასში ბიბლიოთეკის მოწყობა გადაწყვიტეს.

მოხეში ვითარება შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებმა დაძაბა. 22 ოქტომბერს, შენობის დემონტაჟს, რომელიც პოლიციის ცოცხალი ჯაჭვის ფონზე მიმდინარეობდა, მუსლიმებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. პოლიცამ 14 მუსლიმი დააკავა.

14–დან 11 მუსლიმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166–ე და 173–ე მუხლებით დააკავეს, რაც გულისხმობს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მუშაკისთვის წინააღმდეგობის გაწევას. სამი პირი კი სისხლის სამართლის კოდექსის 353–ე მუხლით, რაც ასევე პოლიციის მუშაკისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან 2–დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

23 ოქტომბერს, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, მოხეში დაკავებული 14 მუსლიმიდან, იმ 11–ს, რომელთა მიმართაც საქმე ადმინისტრაციული წესით იყო აღძრული, 250 ლარი ჯარიმა დააკისრა. ის სამი დაკავებული კი, რომელთა მიმართ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით იყო აღძრული, ბორჯომის სასამართლომ ბრალის წარდგენის საფუძვლის არარსებობის გამო გაათავისუფლა.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მოხეში დაკავებული 14 მუსლიმიდან 11–ს სასამართლომ 250 ლარი ჯარიმა დააკისრა
შსს: პოლიციამ მოხეში 14 მოქალაქე დააკავა
მოხეში დაკავებული 14 მუსლიმიდან 3 გაათავისუფლეს
შსს მოხეში მოქალაქეების დაკავების მოტივს განმარტავს
ჭელასა და მოხეში მიმდინარე მოვლენები EMC–ს შეფასებებში მოხვდა
მოხეში მუსლიმები და ქრისტიანები დაუპირისპირდნენ
მუსლიმები აქციას წყვეტენ