FM97.5 / LIVE

ირაკლი ღარიბაშვილი მოხის მოვლენებზე: ყოველგვარი ძალადობა მიუღებელია

მთავარი 23.10.2014
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სოფელ მოხეში უკვე არსებობს მეჩეთი, მუსლიმებს ლოცვის პრობლემა არ აქვთ და შესაბამისად, ამ შენობაში ბიბლიოთეკის გახსნა იყო ნორმალური გადაწყვეტილება იმისთვის, რომ არ მომხდარიყო კონფლიქტი.

ირაკლი ღარიბაშვილი მოხის მოვლენებზე: ყოველგვარი ძალადობა მიუღებელია

ირაკლი ღარიბაშვილმა მოხეში მიმდინარე მოვლენებზე მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მან მოხეში განვითარებულ მოვლენებს სამწუხაროს უწოდა და აღნიშნა, რომ ყოველგვარი ძალადობა მიუღებელია.

პრემიერის განმარტებით, საკითხს ვრცელი ისტორია აქვს.სოფელში მცხოვრები ქრისტიანები ამბობენ, რომ ამ ადგილზე ადრე იყო ეკლესია, რომელიც დაანგრიეს და ნანგრევებით მეჩეთი ააშენეს. შემდეგ ერთი საუკუნის განმავლობაში, ის იყო კულტურის სახლი და დღემდე უსარგებლო შენობა, რომლისთვისაც ყურადღება არ მიუქცევიათ.

„ადგილობრივმა გამგეობამ გამოაცხადა ტენდერი, კონკურსი იმის თაობაზე, რომ ამ ადგილზე მოეწყობოდა ბიბლიოთეკა, რომლითაც ისარგებლებდნენ სოფელში მცხოვრები როგორც ქრისტიანები, ისე მუსლიმები. მოეწყობოდა კარგი კულტურული დაწესებულება, რათა თავიდან აგვერიდებინა კონფლიქტი, ვინაიდან ერთის მხრივ ქრისტიანები აცხადებდნენ, რომ აქ იყო ისტორიულად ეკლესია, ხოლო მუსულმანები ამბობდნენ, რომ აქ იყო მეჩეთი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, რომ ამ საკითხის შესწავლასთან დაკავშირებით სამცხე-ჯავახეთის მუფთისგან თხოვნა მიიღო, თუმცა მსგავსი თემებისთვის შექმნილია რელიგიის საკითხთა სააგენტო, რომელიც საჭიროების შემთხვევაში რეკომენდაციას მთავრობას წარუდგენს. სააგენტოს ამ თემაზე მთავრობისთვის არ მიუმართავს.

„ვესაუბრე გუბერნატორს, რომელსაც ჰქონდა კომუნიკაცია რეგიონის მუფთთან. ჩამოყალიბდნენ იმაზე, რომ მუფთისთვის, სოფელში არსებულ მეჩეთთან ახლოს სახელმწიფო სახსრებით აშენდებოდა პატარა ზომის რეზიდენცია, რადგან მთავარი მოთხოვნა სწორედ ეს იყო. სოფელში უკვე არსებობს მეჩეთი და მუსულმანებს ლოცვის პრობლემა არ აქვთ, შესაბამისად, ვფიქრობ, ეს იყო ნორმალური გადაწყვეტილება იმისთვის, რომ არ მომხდარიყო კონფლიქტი. რა თქმა უნდა დასაგმობი და მიუღებელია ის, რაც მოხდა გუშინ, იგივე პოლიციის მანქანების დაზიანება ქვებით. ყველა მოქალაქე კანონთან თანასწორია“, - აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ამ საკითხს ადგილობრივ მოსახლეობასთან კიდევ ერთხელ გაარკვევს.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, იქნება ეს ქრისტიანი თუ მუსულმანი მოსახლეობა - თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, თქვენ ხართ თანასწორნი და ვალდებული ხართ, დაემორჩილოთ კანონს. სახელმწიფო არავის მისცემს თქვენი უფლებების შელახვის უფლებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 22 ოქტომბერს, სოფელ მოხეში მუსლიმებმა ძველი მეჩეთის შენობაში ბიბლიოთეკის გახსნის სამუშაოები გააპროტესტეს, რასაც სამართალდამცავებთან დაპირისპირება მოჰყვა. დაკავებულია 14 მუსლიმი. მუსლიმები დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით სამცხე–ჯავახეთის სამხარეო სამმართველოსთან მთელი ღამის განმავლობაში მართავდნენ აქციას. აქცია ამ წუთებშიც გრძელდება.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მოხეში მცხოვრები ქრისტიანები სადავო შენობაში ბიბლიოთეკის განთავსებას ითხოვენ
სოფიო შამანიდი მოხის მოვლენებზე: გვჭირდება მეტი დაფიქრება, ვიდრე რამეს გავაკეთებთ
ზურა ჩილინგარაშვილი: „რელიგიური თემებით პოლიტიკური ქულების დაწერას არ ვაპირებ“
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს განცხადება მოხეში მიმდინარე მოვლენებზე
ხულოს მუფთი: დაკავებულებს ეტაპობრივად გაათავისუფლებენ
მუსლიმების აქცია სამმართველოსთან მთელი ღამე გაგრძელდა
მოხეში მცხოვრებმა მუსლიმებმა პროტესტის ნიშნად შვილები სკოლაში არ გაუშვეს