FM97.5 / LIVE

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს განცხადება მოხეში მიმდინარე მოვლენებზე

მთავარი 22.10.2014
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მოხის პრობლემა უნდა მოგვარდეს კონსესუსის საფუძველზე, ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს განცხადება მოხეში მიმდინარე მოვლენებზე

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო გამოთქვამს წუხილს ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში დღეს განვითარებული მოვლენების გამო.

აღნიშნულთან დაკავშირებით გვინდა განვაცხადოთ შემდეგი:

ადიგენის რაიონის სოფელ მოხის მუსლიმურ თემს ამ პრობლემასთან დაკავშირებით რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსათვის ოფიციალურად დღემდე არ მოუმართავს. სააგენტოში შემოვიდა მხოლოდ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წერილი შესაბამისი რეკომენდაციის გაცემის თაობაზე. საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია საკითხის დეტალურად შესწავლა, რისთვისაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტისგან მოითხოვა დამატებითი ინფორმაცია.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს პოზიციააა, რომ სახელმწიფოში თანაბრად უნდა იყოს დაცული ყველა რელიგიური გაერთიანების უფლება და მაქსიმალურად გათვალისწინებული თითოეულის ინტერესი. რადგან აღნიშნული ძეგლის წარმომავლობა და კუთვნილება გახდა დავის საგანი ადგილობრივ ქრისტიანულ და მუსლიმ მოსახლეობას შორის, საკითხი მოითხოვს სიღრმისეულ კვლევასა და შესაბამისად ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღებას.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიაჩნია, რომ პრობლემა უნდა მოგვარდეს კონსესუსის საფუძველზე, ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით და მოუწოდებს მათ შეინარჩუნონ სიმშვიდე და კეთილგონიერება, რათა პროცესების ესკალაციამ არ დააზიანოს სახელმწიფოს ინტერესები“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სოფელ მოხეში დღეს დილიდან ხმაური იყო. მუსლიმმა მოსახლეობამ ძველი მეჩეთის შენობის დემონტაჟი გააპროტესტა, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოყვა. სამართალდამცველებმა 14 მუსლიმი დააკავეს. ამ წუთებში [22:00სთ] ახალციხეში, შსს სამხარეო სამმართველოსთან მუსლიმები აქციას მართავენ და დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.

მოხეში დაძაბულობა 18 ოქტომბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რას ძველი მეჩეთის შენობასთან ერთ–ერთი კომპანიის მუშები გამოჩნდნენ და შენობის დემონტაჟი დაიწყეს. დღეს შენობასთან უკვე გაჩნდა აბრა, რომელიც იუწყება, რომ აქ კულტურის სახლი და ბიბლიოთეკა კეთდება. მუსლიმები მშენებლობას ეწინააღმდეგებიან და შენობის მუსლიმთა სამმართველოსთვის გადაცემას ითხოვენ. მეჩეთის შენობასთან უკვე დადგეს აბრაც, რაც აქ ბიბლიოთეკის მშენებლობაზე იუწყება.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენის რაიონულ სამმართველოსთან მუსლიმები აქციას მართავენ
მუსლიმების აქცია სამმართველოსთან მთელი ღამე გაგრძელდა
შსს მოხეში მოქალაქეების დაკავების მოტივს განმარტავს
მოხეში ძველი მეჩეთის შენობის დემონტაჟი გაგრძელდა
მუსლიმი სასულიერო პირები პრემიერ–მინისტრთან შეხვედრას გეგმავენ
მუსლიმების აქციამ ახალციხეში, სამხარეო სამმართველოსთან გადაინაცვლა
მოხეში მიმდინარე მოვლენებს სახალხო დამცველი მონიტორინგს გაუწევს