FM97.5 / LIVE

მოხეში მცხოვრებმა მუსლიმებმა პროტესტის ნიშნად შვილები სკოლაში არ გაუშვეს

მთავარი 23.10.2014
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხის საჯარო სკოლის 194 მოსწავლიდან გაკვეთილებს მხოლოდ 20 მოსწავლე ესწრება. მუსლიმებმა, პროტესტის ნიშნად, შვილები სკოლაში არ გაუშვეს.

მოხეში მცხოვრებმა მუსლიმებმა პროტესტის ნიშნად შვილები სკოლაში არ გაუშვეს
მიუხედავად იმისა, რომ სკოლის მოსწავლეების უმეტესობა გაკვეთილებს არ ესწრება, სკოლის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ გაკვეთილები ჩვეულებრივად ტარდება.

"ვინც მოვიდა სკოლაში მათთვის ჩვეულებრივად ტარდება გაკვეთილები. თუმცა ძალიან ცოტა ბავშვია. 194 მოსწავლიდან გაკვეთილებს 20 მოსწავლე ესწრება. იურიდიულ ჩარჩოში რა მოვალეობაც მაკისრია, დავუკავშირდი რესურსცენტრს და ყველაფერს ვიღონებთ, რომ სასწავლო პროცესი არ შეფერხდეს. მშობლებთან ვცდილობ გავარკვიო რატომ არ ესწრებიან ბავშვები გაკვეთილებს", – ამბობს მოხის სკოლის დირექტორი თემურ ბერიძე.

ადიგენის სოფლებში მცხოვრები მუსლიმი მოსახლეობა მოხეში დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვს. მუსლიმები დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით სამცხე–ჯავახეთის სამხარეო სამმართველოსთან მთელი ღამის განმავლობაში მართავდნენ აქციას.

"ადიგენის ზედა ზონის სკოლებში პროტესტის ნიშნად მუსლიმი მოსწავლეები გაკვეთილებზე არ შედიან", – ამბობს აქციის ერთ–ერთი მონაწილე, სოფელ დერცელში მცხოვრები ზურა მიქელაძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 22 ოქტომბერს, სოფელ მოხეში მუსლიმებმა ძველი მეჩეთის შენობაში ბიბლიოთეკის გახსნის სამუშაოები გააპროტესტეს, რასაც სამართალდამცავებთან დაპირისპირება მოჰყვა. დაკავებულია 14 მუსლიმი.

[თამარ თოთაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მუსლიმების პროტესტის გამო მოხეში ნაწილობრივ, სამ სხვა სოფელში კი სწავლა სრულად შეფერხდა
მუსლიმების აქცია სამმართველოსთან მთელი ღამე გაგრძელდა
ხულოს მუფთი: დაკავებულებს ეტაპობრივად გაათავისუფლებენ
მუსლიმები მშვიდობიან მანიფესტაციას მართავენ
ზურა ჩილინგარაშვილი: „რელიგიური თემებით პოლიტიკური ქულების დაწერას არ ვაპირებ“
მოხეში მცხოვრები ქრისტიანები სადავო შენობაში ბიბლიოთეკის განთავსებას ითხოვენ
მოხეს მუსლიმი მოსწავლეები გაკვეთილებს დაუბრუნდნენ