FM97.5 / LIVE

სოფიო შამანიდი მოხის მოვლენებზე: გვჭირდება მეტი დაფიქრება, ვიდრე რამეს გავაკეთებთ

მთავარი 23.10.2014
პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი ამბობს, რომ მოხეში მდებარე შენობაში კულტურის ცენტრის განთავსების გადაწყვეტილება არ უნდა მიეღოთ და იმედოვნებს, რომ კომპეტენტური ორგანოები გააუქმებენ ტენდერის შედეგებს.

სოფიო შამანიდი მოხის მოვლენებზე: გვჭირდება მეტი დაფიქრება, ვიდრე რამეს გავაკეთებთ

სოფიო შამანიდის განცხადებით, ხელისუფლება უნდა შეეცადოს არარსებულ ნიადაგზე არ გააღვივოს კონფლიქტი.

„იმედი მაქვს, რომ კომპეტენტური ორგანოები სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ და სავარაუდოდ, შეაჩერებენ ან გააუქმებენ ამ ტენდერის შედეგებს. რაც შეეხება მომავალში როგორ უნდა ავიცილოთ მსგავსი შემთხვევები, მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ ჩვენ გვჭირდება მეტი დაფიქრება, ვიდრე რამეს გავაკეთებთ და უნდა შევეცადოთ რომ არარსებულ ნიადაგზე არ გავაღვივოთ კონფლიქტი“, – განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა პირველი არხის ეთერში.

მისივე განმარტებით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია რელიგიურ საქმეთა სამმართველოსთან აქტიურად თანამშრომლობს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 22 ოქტომბერს, სოფელ მოხეში მუსლიმებმა ძველი მეჩეთის შენობაში ბიბლიოთეკის გახსნის სამუშაოები გააპროტესტეს, რასაც სამართალდამცავებთან დაპირისპირება მოჰყვა. დაკავებულია 14 მუსლიმი. მუსლიმები დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით სამცხე–ჯავახეთის სამხარეო სამმართველოსთან მთელი ღამის განმავლობაში მართავდნენ აქციას. აქცია ამ წუთებშიც გრძელდება. ბოლო ინფორმაციით, ხულოს მუფთი გურამ აბაშიძე შსს სამცხე–ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს უფროსს თეიმურაზ კალანდაძეს შეხვდა და დაკავებულების გათავისუფლების პირობა მიიღო.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ხულოს მუფთი: დაკავებულებს ეტაპობრივად გაათავისუფლებენ
მოხეში დაკავებულ მამაკაცს სამედიცინო დახმარება დასჭირდა
მუსლიმები მშვიდობიან მანიფესტაციას მართავენ
ზურა ჩილინგარაშვილი: „რელიგიური თემებით პოლიტიკური ქულების დაწერას არ ვაპირებ“
მოხეში მცხოვრებმა მუსლიმებმა პროტესტის ნიშნად შვილები სკოლაში არ გაუშვეს
მუსლიმების აქცია სამმართველოსთან მთელი ღამე გაგრძელდა
ირაკლი ღარიბაშვილი მოხის მოვლენებზე: ყოველგვარი ძალადობა მიუღებელია