FM97.5 / LIVE

ჯამბულ აბულაძე: ვნანობ, რომ მხარი დავუჭირე 'ქართულ ოცნებას'

მთავარი 22.10.2014
ჭელის მეჩეთის წინამძღვარი ჯამბულ აბულაძე ამბობს, რომ ნანობს, რომ არჩევნებზე მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“, რადგან ხელისუფლებაში არაკომპეტენტური ადამიანები მოვიდნენ.

ჯამბულ აბულაძე: ვნანობ, რომ მხარი დავუჭირე 'ქართულ ოცნებას'

ამის შესახებ ჯამბულ აბულაძემ „ტაბულას“ ეთერში, გადაცემა „ფოკუსში“ ისაუბრა.

ჭელის მეჩეთის წინამძღვარმა გადაცემაში მოხეში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მეჩეთის შენობის გადაცემას მუსლიმები 2007 წლიდან ითხოვენ.

ჯამბულ აბულაძემ აღნიშნა, რომ მუსლიმებს იმედი ჰქონდათ, რომ პრობლემა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მოგვარდებოდა, თუმცა, მოტყუვდნენ.

ჭელის მეჩეთის იმამის შეფასებით, სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს თავისი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვას. დღეს მომხდარზე კი პასუხისმგებლობა ახალციხის გუბერნატორს აკაკი მაჭუტაძეს ეკისრება: "მახსენდება ბიძინა ივანიშვილის სიტყვები და მინდა, მოვინანიო ამ ეთერშიც. მან თქვა - ისეთ დემოკრატიას ავაშენებ, ევროპასაც კი გავაოცებო. ჩვენ დემოკრატია კი არ მივიღეთ, საქართველო საით მიექანება წარმოუდგენელია. მე ხმა მივეცი სწორედ ცვლილებებს და დღეს ვნანობ ამას, იმიტომ რომ მწარედ შევცდი და ხელისუფლებაში მოვიდნენ არაკომპეტენტური ადამიანები, რომლებსაც არ აინტერესებთ მოქალაქეთა აზრი, ამ შემთხვევაში ქართველი მუსლიმების აზრი, რომლებიც განსაკუთრებით დაჩაგრულები ვართ“.

ამავე გადაცემაში ჯამბულ აბულაძემ გაიხსენა ბოლო დღეებში სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორთან, აკაკი მაჭუტაძესთან შეხვედრა, რომელიც „საქმის გარჩევას უფრო ჰგავდა“.

შეგახსენებთ, მოხეში დაპირისპირება შენობის გამო დაიწყო. მუსლიმები ძველი მეჩეთის შენობის სამუფთო სამმართველოსთვის გადაცემას ითხოვენ, ადიგენის გამგეობაში კი აცხადებენ, რომ შენობას კულტურის სახლის სტატუსი აქვს და მის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადეს. მოხეში ვითარება რამდენიმე დღის წინ, 18 ოქტომბერს გამწვავდა. მაშინ, როდესაც ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლებმა შენობის დემონტაჟი დაიწყეს. მაშინ, მუსლიმების პროტესტის გამო მუშებმა მოხე დატოვეს.

თუმცა, დღეს, 22 ოქტომბერს, მოხეში კვლავ გამოჩნდა სამშენებლო კომპანია. მისთვის ადგილობრივებს ხელი რომ არ შეეშალათ, სოფელში მობილიზებული იყო პოლიცია, მეტიც, მათ შენობას ცოცხალი ჯაჭვი შემოავლეს. ამ ფაქტს მუსლიმების გაღიზიანება მოჰყვა, სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა, რის გამოც სამარტალდამცველებმა 14 მუსლიმი დააკავეს.

მუსლიმების დაკავებას პროტესტი მოჰყვა. მუსლიმურმა თემმა აქცია ჯერ ადიგენის რაიონულ სამმართველოსთან გამართა, შემდეგ კი ახალციხეში, სამხარეო სამმართველოსთან გადაინაცვლა, სადაც აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

მოხეში მომხდარს გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველი. ომბუდსმენმა ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობას მოუწოდა, საკითხის სენსიტიურობიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, მოხეში შენობის დემონტაჟი შეაჩეროს. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მონიტორინგს გაუწევს მოხეში მიმდინარე მოვლენებს და ასევე იმას, როგორ წარიმართება დაკავებულების საქმე.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მოხეში ძველი მეჩეთის შენობის დემონტაჟი გაგრძელდა
მოხეში მუსლიმები და ქრისტიანები დაუპირისპირდნენ
მოხეში ძველი მეჩეთის დემონტაჟი პოლიციის დაცვით მიმდინარეობს
მუსლიმების აქცია სამმართველოსთან მთელი ღამე გაგრძელდა
მუსლიმი სასულიერო პირები პრემიერ–მინისტრთან შეხვედრას გეგმავენ
მოხეში მიმდინარე მოვლენებს სახალხო დამცველი მონიტორინგს გაუწევს
ადიგენის რაიონულ სამმართველოსთან მუსლიმები აქციას მართავენ