FM97.5 / LIVE

მუსლიმების აქციამ ახალციხეში, სამხარეო სამმართველოსთან გადაინაცვლა

მთავარი 22.10.2014
ადიგენის მუნციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები მუსლიმები, ახალციხეში, შსს სამცხე–ჯავახეთის სამხარეო სამმართველოსთან აქციას მართავენ და მოხეში დაკავებულების უპირობო გათავისუფლებას მოითხოვენ.

მუსლიმების აქციამ ახალციხეში, სამხარეო სამმართველოსთან გადაინაცვლა

სამმართველოსთან მიმდინარე აქციას შეუერთდნენ ხულოს მუფთი გურამ აბაშიძე და მუსლიმ ქალთა კავშირის თავმჯდომარე ეთერ აბაშიძე.

ხულოს მუფთი გურამ აბაშიძე ამბობს, რომ დაკავებულების მონახულება სურდა, თუმცა, პოლიციამ უფლება არ მისცა: „კართან პოლიციელები დგანან და ამბობენ, რომ თავის საქმეს ასრულებენ. ჩემი თვალით არ მინახავს, მაგრამ ამბობენ, რომ მოხეში ხალხს ტელეფონები დაუმტვრიეს. ეს აქცია თავისას იტყვის, შეხედოს საზოგადოებამ და დასკვნები თავად გააკეთოს. ჩვენ აქ ვართ, არ დავიშლებით, არსად არ წავალთ. 14 ადამიანია დაკავებული და ჩვენი მოთხოვნა მათი უპირობო გათავისუფლებაა“.

მუსლიმ ქალთა კავშირის თავმჯდომარე ეთერ აბაშიძე ამბობს, რომ თუ ხელისუფლება ხალხს ყოფს, მაშინ უნდა გაავლონ ზღვარი ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის: „თუ ჩვენი ადგილი აქ არ არის, მაშინ ვითხოვთ, რომ დავბრუნდეთ ჩვენს ავტონომიურ აჭარაში. თუ არსებობს ასეთი ზღვარი, გაავლონ! აჭარაში ვიქნებით აჭარლები. მუსლიმი თემის სულში ჩაფურთხებას ვეღარ ავიტანთ. ცხვარი ცხვარიაო, მაგრამ, თუ გაცხადა, ცხარიაო! მუსლიმი მრევლისგან რაიმე ინციდენტს ოდესმე ჰქონია ადგილი? მორწმუნე ხალხი საშიში არაა, ქვეყნის გადარჩენას მორწმუნე ხალხი შეძლებს, ურწმუნოებს ებრძოლონ. სალოცავს ვითხოვთ, სხვას არაფერს“.

მუსლიმების აქციამ ახალციხეში, სამხარეო სამმართველოსთან გადაინაცვლა

აქციაზე შეკრებილები აცხადებენ, რომ ახალციხისკენ მუსლიმები მთელი საქართველოდან მოემართებიან. მათივე თქმით, თუ ხელისუფლება ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის საზღვარს ავლებს, ეს საზღვარი აჭარაში იქნება და ყველა მუსლიმი იქ მოიყრის თავს.

„რეჟიმი უკვე იყო და დავამხეთ, ახლა უკვე ესეც რეჟიმია. და თუ ეს რეჟიმია, ისე დავხვდებით, როგორც საჭიროა“, – ამბობენ აქციის მონაწილეები.

„უდანაშაულო ხალხი დაიჭირეს, ცემეს, აგინეს და დამნაშავეები კიდევ ესენი არიან?!“ – ამბობს აქციის მონაწილე თეიმურაზ მიქელაძე.

შეგახსენებთ, ახალციხეში აქციამ ადიგენიდან გადაინაცვლა. მუსლიმები დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.

მოხეში სამართალდამცველებმა 14 მუსლიმი დააკავეს. 11 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით დააკავეს, ხოლო 3 პირი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

შეგახსენებთ, რომ სოფელ მოხეში დღეს დილიდან ხმაური იყო. მუსლიმმა მოსახლეობამ ძველი მეჩეთის შენობის დემონტაჟი გააპროტესტა, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოყვა.

მოხეში დაძაბულობა 18 ოქტომბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რას ძველი მეჩეთის შენობასთან ერთ–ერთი კომპანიის მუშები გამოჩნდნენ და შენობის დემონტაჟი დაიწყეს. დღეს შენობასთან უკვე გაჩნდა აბრა, რომელიც იუწყება, რომ აქ კულტურის სახლი და ბიბლიოთეკა კეთდება. მუსლიმები მშენებლობას ეწინააღმდეგებიან და შენობის მუსლიმთა სამმართველოსთვის გადაცემას ითხოვენ. მეჩეთის შენობასთან უკვე დადგეს აბრაც, რაც აქ ბიბლიოთეკის მშენებლობაზე იუწყება.

მუსლიმების აქციამ ახალციხეში, სამხარეო სამმართველოსთან გადაინაცვლა

[თამუნა უჩიძე, ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მუსლიმების აქცია სამმართველოსთან მთელი ღამე გაგრძელდა
ადიგენის რაიონულ სამმართველოსთან მუსლიმები აქციას მართავენ
მუსლიმები მშვიდობიან მანიფესტაციას მართავენ
მუსლიმი სასულიერო პირები პრემიერ–მინისტრთან შეხვედრას გეგმავენ
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს განცხადება მოხეში მიმდინარე მოვლენებზე
შსს მოხეში მოქალაქეების დაკავების მოტივს განმარტავს
მოხეში ძველი მეჩეთის შენობის დემონტაჟი გაგრძელდა