FM97.5 / LIVE

მუსლიმი სასულიერო პირები პრემიერ–მინისტრთან შეხვედრას გეგმავენ

მთავარი 22.10.2014
სამცხე–ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე და ჭელის მეჩეთის წინამძღვარი ჯამბულ აბულაძე თბილისში იმყოფებიან. ისინი პრემიერ–მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას გეგმავენ.

მუსლიმი სასულიერო პირები პრემიერ–მინისტრთან შეხვედრას გეგმავენ
სამცხე–ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე

მუსლიმი სასულიერო პირები თბილისში დღეს დილით გაემგზავრნენ. ისინი ამბობენ, რომ მოხეში არსებული ვითარება ირაკლი ღარიბაშვილს კიდევ ერთხელ უნდა მოახსენონ.

„ბორჯომში ვიყავით, როცა მოხეში არსებული მდომარეობა შევიტვყვეთ. ჩვენ ვრჩებით თბილისში, რათა შევხვდეთ პრემიერ–მინისტრს. გარდა ამისა, შევხვდებით არასამთავრობო ორგანიზაციებს და საელჩოებს“, – აცხადებს ჭელის მეჩეთის წინამძღვარი ჯამბულ აბულაძე.

სამცხე–ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე და ჯამბულ აბულაძე პრემიერ მინისტრს 16 ოქტომბერს ბათუმში უკვე შეხვდნენ. მაშინ ირაკლი ღარიბაშვილმა საკითხის შესასწავლად ერთი კვირის ვადა ითხოვა.

შეგახსენებთ, რომ სოფელ მოხეში დღეს დილიდან ხმაურია. მუსლიმმა მოსახლეობამ ძველი მეჩეთის შენობის დემონტაჟი გააპროტესტა, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოყვა. ამ დროისთვის დაკავებულია 14 მუსლიმი.

ამ წუთებში, ადიგენის რაიონული სამმართველოს შენობასთან მუსლიმები აქციას მართავენ. ისინი დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.

მოხეში დაძაბულობა 18 ოქტომბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რას ძველი მეჩეთის შენობასთან ერთ–ერთი კომპანიის მუშები გამოჩნდნენ და შენობის დემონტაჟი დაიწყეს. დღეს შენობასთან უკვე გაჩნდა აბრა, რომელიც იუწყება, რომ აქ კულტურის სახლი და ბიბლიოთეკა კეთდება. მუსლიმები მშენებლობას ეწინააღმდეგებიან და შენობის მუსლიმთა სამმართველოსთვის გადაცემას ითხოვენ.ადიგენის გამგეობაში კი ირწმუნებიან, რომ შენობას კულტურის ძეგლის სტატუსი აქვს და მას ვერ შეუცვლიან.

მუსლიმი სასულიერო პირები პრემიერ–მინისტრთან შეხვედრას გეგმავენ
ჭელის მეჩეთის წინამძღვარი ჯამბულ აბულაძე

[თინათინ ზაზაძე, თამუნა უჩიძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მოხეში ძველი მეჩეთის შენობის დემონტაჟი გაგრძელდა
ადიგენის რაიონულ სამმართველოსთან მუსლიმები აქციას მართავენ
მუსლიმების აქცია სამმართველოსთან მთელი ღამე გაგრძელდა
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს განცხადება მოხეში მიმდინარე მოვლენებზე
მოხეში ძველი მეჩეთის დემონტაჟი პოლიციის დაცვით მიმდინარეობს
მოხეში მუსლიმები და ქრისტიანები დაუპირისპირდნენ
შსს მოხეში მოქალაქეების დაკავების მოტივს განმარტავს