FM97.5 / LIVE

დასავლეთ საქართველოს მუფთი ჯემალ პაქსაძე გადადგა

მთავარისაზოგადოება 24.11.2014
დასავლეთ საქართველოს მუფთმა ჯემალ პაქსაძემ გადადგომის შესახებ განცხადება 22 ნოემბერს დაწერა. რელიგიის საბჭომ სრულიად საქართველოს მუფთის პოსტზე ხმათა უმრავლესობით ხელვაჩაურის ყოფილი მუფთი ბეგლარ ქამაშიძე აირჩია.

დასავლეთ საქართველოს მუფთი ჯემალ პაქსაძე გადადგა
ჯემელ პაქსაძე მუსლიმთა სამმართველოს 4 წელი და 5 თვე ხელმძღვანელობდა. მისი განმარტებით, გადადგომის მიზეზი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გახდა.

"საკუთარი სურვილით მივიღე ეს გადაწყვეტილება და გადავდექი. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჯანმრთელობის მდგომარეობა გამიუარესდა და გადადგომის მიზეზი ეს არის. 22 ნოემბერს შევკრიბე მეჯლისთა საბჭო და გავაკეთე განცხადება გადადგომასთან დაკავშირებით", – განაცხადა ჯემელ პაქსაძემ "სამხრეთის კარიბჭესთან სატელეფონო საუბარში.

მისი თქმით, იმავე დღეს, 22 ნოემბერს, რელიგიის საბჭოზე ხმათა უმრავლესობით აირჩიეს ახალი მუფთი ბეგლარ ქამაშიძე, რომელიც მანამდე ხელვაჩაურის მუფთი იყო.

"საბჭოს 16 წარმომადგენელი ესწრებოდა და ქამაშიძე ხმათა უმრავლესობით გახდა სრულიად საქართველოს მუფთი. ვუსურვებ წარმატებას და ჩვენი ქვეყნის, ერის და სამშობლის სამსახურში ყოფილიყოს", – ამბობს ჯემალ პაქსაძე.

სრულიად საქართველოს მუფთის გადადგომის შესახებ მოგვიანებით შეიტყო სამცხე–ჯავახეთის მუფთმა მამუკა ვაშაყმაძემ. როგორც იგი ამბობს რელიგიის საბჭოზე სამცხე–ჯავახეთიდან არავინ მიუწვევიათ.

"ჯემალ პაქსაძე დიდი ხნის წინ უნდა გადამდგარიყო. ახალი მუფთი ძალიან კარგი პიროვნებაა. ის არის გონიერი, განათლებული და იმედი მაქვს, რომ კარგი შემართებით წარუძღვება სამუფთო სამმართველოს", – ამბობს სამცხე–ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე.

მისი თქმით, ჯემალ პაქსაძის გადადგომა მის მიმართ მუსლიმი ხალხის უნდობლობის გამოცხადებამ გამოიწვია, თუმცა არ გამორიცხავს, რომ მიზეზი ჯანმრთელობის პრობლემებიც ყოფილიყო.

"მე ვფიქრობ, რომ უნდობლობა არა მარტო სამცხე–ჯავახეთის მუსლიმმა მრევლმა გამოუცხადა, არამედ მთელმა საზოგადოებამ და ეს არის ჩემთვის სანიშნო ფრომა. რაც შეეხება მოხეში მოვლენების განვითარებას, იგი ხალხს დაპირდა და შეცდომაში შეიყვანა, რამაც დაპირისპირება და ქაოსი გამოიწივა. ახალ მუფთს დროს მივცემთ, ვნახავთ რა პროგრამას შემოგთავაზებს. თუ რეორგანიზაცია არ მოხდა სამუფთო სამმართველოში, თუ ახალი მეჯლისი არ ჩამოყალიბდა და მეჯლისმა არ მართა სიტუაცია, როგორც სინოდი მართავს და ისევ ანალოგიური გარძელდა, რასაც ჯემალ პაქსაძე აკეთებდა თვითნებურად შესაძლებელია მასაც გამოუცხადოთ უნდობლობა", – ამბობს მამუკა ვაშაყმაძე.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ჯემალ პაქსაძე ჭელის მუსლიმ მრევლს ხვდება
სამმართველოს შენობაში სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთი შევიდა
ადიგენში მცხოვრები მუსლიმები ჯემალ პაქსაძის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ
ჯემალ პაქსაძე: 'ინციდენტი ამოწურულია, შეთანხმებას მივაღწიეთ'
ტარიელ ნაკაიძე: ჯემალ პაქსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
ჯემალ პაქსაძე: 'არ იგეგმება მინარეთების დადგმა, ვიდრე არ შევუთანხმდებით სამუფთო სამმართველოს'
ჭელის მეჩეთის ეზოში ისევ ხალხმრავლობაა