FM97.5 / LIVE

მმართველმა გუნდმა სამცხე-ჯავახეთში კანდიდატები წარადგინა

მთავარიპოლიტიკა, არჩევნები 15.08.2012
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ დღეს ადიგენის, ასპინძისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

მმართველმა გუნდმა სამცხე-ჯავახეთში კანდიდატები წარადგინა

კანდიდატის წარდგენის ცერემონიას ადიგენში მოსახლეობა მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფლიდან ესწრებოდა, ისინი დაბაში სამარშრუტო ტაქსებით ჩამოიყვანეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ადიგენის მუნიციპალიტეტში მაჟირიტარ კანდიდატად ადიგენის მკვიდრი ზურაბ ჩილინგარაშვილი წარადგინა. ჩილინგარაშვილი 2006-2008 წლებში ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო. ბოლოს კი საქართველოს ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილის თანამდებობა ეკავა.

ბაქრაძე ადიგენში, სტადიონზე შეკრებილ ასობით ადამიანს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე ესაუბრა.

- ”ადიგენი გახლავთ ის კუთხე, რომელიც წლების განმავლობაში მოწყვეტილი იყო ყველაფერს, აქ წლების განმავლობაში არ ხდებდა არანაირი პროგრესი. ეს იყო რაიონი, სადაც მოსახლეობას ყველაზე მეტად უჭირდა. ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში ბევრი რამ გაკეთდა და დღეს ჩვენი ამოცანაა, რომ ამ რაიონში შემოვიტანოთ მეტი სიკეთე, გვინდა რომ ყველა ოჯახში იყოს მეტი სარგებელი და კეთილდღეობა”, - განაცხადა ბაქრაძემ.

ზურაბ ჩილინგარაშვილმა შეკრებილ საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ასევე მადლობა გადაუხადა ბაქრაძეს ჩამობრძანებისთვის და ”ნაციონალურ მოძრაობას” ნდობის გამოცხადებისთვის: ”ნაციონალური მოძრაობის სამი პრიორიტეტი: დაზღვევა, სოფლის მეურნეობა და უმუშევრობის დამარცხება ჩვენი რაიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სამივე ძალიან აწუხებს ადიგენს და ვეცდებით პრობლმები ამ მიმართულებით მოვაგვაროთ”.

ჩილინგარაშვილის თქმით, ადიგენისთვის მნიშვნელოვანი პრობლემაა ისიც, რომ რაიონში არ არსებობს არცერთი საწარმო: ”შევეცდებით მომავალში მთავრობასთან ერთად აქ გავაშენოთ წვენის ქარხანა. უფრო სწორად, აღვადგენთ ყველა ის საწარმო, რომელიც შევარდნაძის მთავრობის პერიოდში დაანგრიეს”.

წარდგენის ცერემონიას მოსახლეობა მუნიციპალიტეტის თითქმის 55-ვე სოფლიდან ესწრებოდა. სამარშრუტო ტაქსები სტადიონთან თავს სხვადასხვა სოფლებიდან დილიდანვე იყრიდნენ.

ადგილობრივების განცხადებით, მათ ”მარშუტკები” ადიგენიდან გამგებელმა გაუგზავნა და შესაბამისად მგზავრობის ღირებულება არ გადაუხდიათ.

- ”მარშუტკით მოგვიყვანეს, იმედი გვაქვს რომ ზურა გაიმარჯვებს. ჩემთვის თუ არა, რაიონისთვის მას ბევრი რამ გაუკეთებია. კონკრეტულად მის გაკეთებულ რაიმეს ამ წუთში ვერ ვიხსენებ, მაგრამ კარგი კაცია!” - აცხადებს აბასთუმნელი ცირა ჩილინგარაშვილი.

სტადიონზე იყვნენ შეკრებილი აბასთუმნის ტუბსაავადმყოფოს თანამშრომლებიც. დეტალურად ჩილინგარაშვილის გამგებლობის პერიოდში გაკეთებული საქმეები ვერც მათ გაიხსენეს, თუმცა ამბობენ, რომ როცა კი რაიმე დასჭირვებიათ, ყოველთვის გვერდში დადგომიათ.

- ”თავისი ადამიანობითა და ხალხათან ურთიერთობით დიდი სიყვარული დაიმსახურა. ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული მის გამარჯვებაში”, - ამბობს ტუბსააავადმყოფოს მთავარი ბუღალტერი ნელი ლაგვილავა.

ასევე დარწმუნებულია ჩილინაგარშვილის გამარჯვებაში შოყელი მანანა პეტრიაშვილიც: ”მთელი სოფელი აქ ვართ თითქმის. მარშუტკები ადიგენიდან გამოგვიგზავნეს, მგზავრობის ღირებულება ჩვენ არ გადაგვიხდია!”

იგივეს აცხადებს თინა კუბლაშვილიც: ”სოფლიდან ყველა აქ ვართ. გამგეობამ გამოგზავნა ”მარშუტკა” ჩვენთან”.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის სიმონ პარუნაშვილის თქმით, გამგეობას სამარშრუტო ტაქსები სოფლებიდან მოსახლეობის წამოსაყვანად არ გაუგზავნია: ”მოსახლეობამ საწვავი თავად ჩაასხა და ჩამოვიდა”.

სამარშრუტო ტაქსის მძღოლი სიმონ მარკოიძე, რომელმაც მოსახლეობა დაბაში ჭეჭლიდან ჩამოიყვანა, ამბობს, რომ მანქანა მისია, საწვავიც თავად ჩაასხა და მოსახლეობა სოფლიდან ადიგენში საკუთარი ინიციატივით ჩამოიყვანა: ”დავინტერესდი როგორ შენდება ქვეყანა, რა ხდება ახალი”.

სხვა ათობით სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა პრესასთან კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.

დღესვე ”ნაციონალურმა მოძრაობამ” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა ასპინძაშიც. ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ საროს მკვირდი ტარიელ ლონდარიძე თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა.

ბაქრაძემ ასპინძის შემდეგ მაჟორიტარი კანდიდატი ახალქალაქელებსაც გააცნო. აქ კენჭს სამველ პეტროსიანი იყრის.

მმართველმა გუნდმა სამცხე-ჯავახეთში კანდიდატები წარადგინა

მმართველმა გუნდმა სამცხე-ჯავახეთში კანდიდატები წარადგინა

მმართველმა გუნდმა სამცხე-ჯავახეთში კანდიდატები წარადგინა

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დავით ბაქრაძემ ახალციხეში მაჟორიტარი კანდიდატი წარადგინა
დავით ბაქრაძე უდეში მცხოვრებლებს: 'მადლობა, რომ შეინარჩუნეთ რწმენა და ღირებულება’
'ნაციონალურმა მოძრაობამ' სამცხე-ჯავახეთში კანდიდატები წარადგინა
„ქართულმა ოცნებამ“ ადიგენში მერობის კანდიდატი წარადგინა [photovideo]
დავით ბაქრაძესთან შესახვედრად მოსახლეობა სოფლებიდანაც ჩამოვიდა
ზურაბ ჩილინგარაშვილი: "იმიტომ ხომ არ ისჯება ადიგენი, რომ ის ვანო მერაბიშვილის რაიონია?!"
'ევროპულმა საქართველომ' ახალციხეში კანდიდატი ოფიციალურად წარადგინა