FM97.5 / LIVE

დავით ბაქრაძე უდეში მცხოვრებლებს: 'მადლობა, რომ შეინარჩუნეთ რწმენა და ღირებულება’

მთავარიპოლიტიკა 22.10.2013
რაიონული ცენტრის, ადიგენის ნაცვლად, „ნაციონალების“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე ამომრჩეველებს ვანო მერაბიშვილის მშობლიურ სოფელში, უდეში შეხვდა.

დავით ბაქრაძე უდეში მცხოვრებლებს: 'მადლობა, რომ შეინარჩუნეთ რწმენა და ღირებულება’
შეხვედრაზე ადიგენის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მცხოვრებლები შეიკრიბნენ. დავით ბაქრაძემ შეკრებილებს მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პარტიას უერთგულეს.

„განსაკუთრებული მადლობა ამ ბოლო ერთი წლისთვის, იმისთვის, რომ ამ რთულ პერიოდში შეინარჩუნეთ თქვენი რწმენა და ღირებულება. რადგან ამ რწმენის შენარჩუნებას თითოეული თქვენგანისთვის კარგი არაფერი მოუტანია. ყველგან იყო სამსახურიდან გაშვება, სოციალური დახმარების მოხსნა, დაკითხვაზე დაბარება, შეურაცხყოფა. როცა ასეთ სიტუაციაშიც ინარჩუნებ რწმენას, ის არის ღირსეული ადამიანი და მოგესალმებით ღირსეულო ადამიანებო“,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

წინასაარჩევნო შეხვედრას ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის მშობლები, „ნაციონალური მოძრაობის“ ადიგენის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ადიგენის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი სიმონ პარუნაშვილი და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი, საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ ჩილინგარაშვილი ესწრებოდნენ.

სოფელ უდემდე დავით ბაქრაძე ამომრჩევლებს ახალციხეში შეხვდა.

[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დავით ბაქრაძე:'უდეში ჩამოსვლით შეცდომა გამოვასწორე'
დავით ბაქრაძესთან შესახვედრად მოსახლეობა სოფლებიდანაც ჩამოვიდა
ბაქრაძე მერაბიშვილის მშობლიურ სოფელში, უდეში ამომრჩევლებს შეხვდა
ვანო მერაბიშვილის სოფელში არჩევნები ბაქრაძემ მოიგო
უდეს მცხოვრები:'კისრიდანაც რომ დამკიდონ, მაინც ვიტყვი, რომ 'ნაციონალების' მხარდამჭერი ვარ'
'ნაციონალებმა’ ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი წარადგინეს
დავით ბაქრაძის დახურული შეხვედრა მესხეთში