FM97.5 / LIVE

'ევროპულმა საქართველომ' ახალციხეში კანდიდატი ოფიციალურად წარადგინა

მთავარისიახლე, არჩევნები - 2020 19.10.2020
დღეს, 19 ოქტომბერს ახალციხეში პარტია “ევროპულმა საქართველომ” ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ზურაბ ჩილინგარაშვილი წარადგინა.

'ევროპულმა საქართველომ' ახალციხეში კანდიდატი ოფიციალურად წარადგინა

„ევროპული საქართველოს“ კანდიდატი, ზურაბ ჩილინგარაშვილი ახალციხეში შეკრებილ ადგილობრივებს პარტიის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ წარუდგინა.

„კაცი, რომელმაც იცის რას ნიშნავს შრომაც, თანამდებობაც. კარგად მახსოვს, როცა სათითაოდ ნადირობდა „ოცნება“ ყველა ჩვენაგანზე, რომ კომპრომატები მოეძებნათ, საქმეები აღეძრათ და იქით მხარეს გადავეყვანეთ, მაშინ „ოცნების“ ფრაქციაში. მე მახსოვს მაშინ რამდენი იწვალეს მაშინდელ პარლამენტში, რომ საქმეები აღძრეს, ქექეს, პროკურატურა ჩართეს, ვერაფერი ვერ უპოვეს ამ კაცს“,- თქვა ბაქრაძემ ჩილინგარაშვილზე.

ამის შემდეგ ადგილობრივებს სიტყვით ჩილინგარაშვილმაც მიმართა და უთხრა, რომ გამარჯვების შემთხვევაში მათ აქვთ პირველი 100 დღიანი გეგმაა, თუ რას გააკეთებენ კონკრეტულად.

„ბოლო 2 კვირა დარჩა არჩევნებამდე, თითოეული თქვენგანი განიცდის ბევრ ზეწოლას იქნება დაშინებები, იქნება მოსყიდვები, მაგრამ დაიმახსოვრეთ, თუ ამ ოთხი წლის განვლობაში დარჩა „ოცნება“ სათავეში, ისევ ისე ვიქნებით. აქედან გამომდინარე ყველას წელიწადში ერთხელ საშუალება გვაქვს ავირჩიოთ ჩვენი მთავრობა. დღეს ჩვენ მთავრობას არ აქვს არაფერი გეგმა 31 ოქტომბრის მერე როგორ უნდა მოიქცეს, ამიტომ ჩვენ გთავაზობთ გეგმას პირველ რიგში, პირველ 100 დღეში რისი გაკეთება შეიძლება და ჩვენი გეგმა კორონასთან ბრძოლაში“,- თქვა ჩილინგარაშვილმა.

მისივე თქმით, გამარჯვების შემთხვევაში გუბერნიასა და მერიებში „გაბერილ შტატებსა და ზედმეტ სამსახურებს შეამცირებს“.

„ვპირდები ცვლილებებს, რომ აი ეს გაბერილი შტატები, რომლებიც დღეს გუბერნიაშია, გამგეობებში აიპების და სიპების სახით არის, შემცირდება და ბევრი გაუქმდება“.

გამოსვლისას დავით ბაქრაძემ რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება, როგორიცაა: უმუშევრობა, დოლარის კურსის და კორონავირუსის შემთხვევების მატება.

'ევროპულმა საქართველომ' ახალციხეში კანდიდატი ოფიციალურად წარადგინა

[მარიამ ბარძიმაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

„ევროპულმა საქართველომ“ ახალციხის მერობის კანდიდატი წარადგინა
დავით ბაქრაძემ ახალციხეში მაჟორიტარი კანდიდატი წარადგინა
დავით ბაქრაძე: ჩვენი გეგმა არეულობა და დესტაბილიზაცია არ არის
ვაჟა ჩიტაშვილი: ჩვენ დავკარგეთ 4 წელი, მაგრამ არ დაგვიკარგავს იმედი
ჯავახეთში ‘ევროპული საქართველოს’ კანდიდატი არსენ კარაპეტიანი იქნება
გელა დემეტრაძე:'დავით ბაქრაძეს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების დიდი შანსი აქვს'
დავით ბაქრაძე ახალციხეში მხარდამჭერებს შეხვდა