FM97.5 / LIVE

„ქართულმა ოცნებამ“ ადიგენში მერობის კანდიდატი წარადგინა [photo\video]

მთავარისიახლე, არჩევნები 29.09.2017
დღეს, 29 სექტემბერს მმართველმა გუნდმა მხარდამჭერებს ადიგენში მერობის კანდიდატი, ზაქარია ენდელაძე წარუდგინა.

„ქართულმა ოცნებამ“ ადიგენში მერობის კანდიდატი წარადგინა [photovideo]
ადიგენის მერობის კანდიდატი ამომრჩევლებს ახალციხისა და ადიგენის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი კოპაძემ გააცნო. შეხვედრას ადიგენში პარლამენტის წევრი კობა კობალაძეც ესწრებოდა.

„მე დიდი იმედი მაქვს, რომ თითოეული თქვენთაგანი გასაკუთრებით დადგება ჩვენი ზაქარიას და „ქართული ოცნების“ გვერდით. ჩვენ ერთად ვართ, ერთად გავიმაჯვებთ და გავაგრძელებთ მშენებლობას. უფრო მეტი დახმარებები იქნება, უამრავი პროგრამები, რომელიც სახელმწიფოს მიერ ფინანსდება, თქვენთვის არის. მე მოგიწოდებთ მხარი დაუჭიროთ „ქართულ ოცნებას“ და კიდევ ერთხელ ვიზეიმოთ გამარჯვება“ , – ამ სიტყვებით მიმართა მოსახლეობას გიორგი კოპაძემ.

„მინდა მადლობა გითხრათ წინა წლებში დიდი მხარდამჭერისთვის. ის დიდი ნაყოფი, რომელიც ჩვენმა მუნიციპალიტეტმა „ქართული ოცნების“ მოსვლის დღიდან მოიწია, არის თქვენი მხარდაჭერის და სწორად გათვლილი და გაგადმული ნაბიჯის შედეგი“, – განაცხადა შეხვედრაზე მერობის კანდიდატმა ზაქარია ენდელაძემ.

მან ასევე იმ პროექტებზე, ისაუბრა, რომელიც ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ განხორციელდა.

მერობის კანდიდატის დასახელებას ადიგენში, მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფლიდან ესწრებოდნენ. ადგილობრვების განმარტებით მათი ნაწილი „მარუტკებით“ ნაწილი კი საკუთარი მანქანებით ჩამოვიდნენ.

„მხარს ვუჭერთ ზაქარია ენდელაძეს. ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოსახლეობამ თავი კარგად იგრძნოს და გაძლიერდეს. „მარშუტკით“ ჩამოვედით, ჩვენ გვქონდა საშუალება, შევიკრიბეთ და წამოვედით“, – ამბობს სოფელ წახანში მცხოვრები რომან ჭაფოძე.

მისივე თქმით, მოსახლეობას „მარშუტკები„ უფასოდ ემსახურებოდათ და ნებისმიერს შეეძლო კანდიდატის წარდგენაზე ადიგენში ჩამოსულიყო.

ადიგენის მოქმედი გამგებლის ზაქარია ენდელაძის, მმართველი გუნდის მხრიდან მერობის კანდიდატად დასახელებას მიესალმება იმერთუბანში მცხოვრები ციალა გელხვიძეც.

„ქვის ხანიდან, ახალ ერაში დაგვაბრუნა. ინფრასტრუქტურა ნახეთ, ბაღები, გზები, ბევრი კარგის თქმა შემიძლია“ , – ამბობს ციალა გელხვიძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 28 სექტემბერს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ადგილობრივებს ექვსი მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი წარუდგინა.

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები არიან: ახალციხეში ზაზა მელიქიძე, ადიგენში ზაქარია ენდელაძე, ასპინძაში როსტომ მაგრაქველიძე, ბორჯომში ლევან ლიპარტია, ახალქალაქში იურიკ უნანიანი და ნინოწმინდაში ანივარდ მოსონიანი.





„ქართულმა ოცნებამ“ ადიგენში მერობის კანდიდატი წარადგინა [photovideo]

„ქართულმა ოცნებამ“ ადიგენში მერობის კანდიდატი წარადგინა [photovideo]

„ქართულმა ოცნებამ“ ადიგენში მერობის კანდიდატი წარადგინა [photovideo]

„ქართულმა ოცნებამ“ ადიგენში მერობის კანდიდატი წარადგინა [photovideo]

„ქართულმა ოცნებამ“ ადიგენში მერობის კანდიდატი წარადგინა [photovideo]

[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვინ არიან „ოცნების“ მერობის კანდიდატები სამცხე–ჯავახეთში
პრემიერ-მინისტრმა სამცხე-ჯავახეთში მერობის კანდიდატები წარადგინა [R]
ლევან ლიპარტია: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბორჯომი  წარმატებულ ქალაქად ვაქციოთ [R]
„ქართული ოცნება“ ხვალ სამცხე–ჯავახეთში მერობის კანდიდატებს წარადგენს
ზაზა მელიქიძე: საზოგადოებასთან ერთად, იმ პროექტებს განვახორციელებ, რომლის საჭიროებაც დღეს ახალციხეშია [R]
„ქართულმა ოცნებამ“ ასპინძელებს მერობის კანდიდატი წარუდგინა
ადიგენის მერობის კანდიდატი ხუთი სოფლის მოსახლეობას შეხვდა [R]