FM97.5 / LIVE
შესახვედრად მოსახლეობა მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებიდანაც ჩამოვიდა. შეხვდერას ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის მშობლებიც ესწრებოდნენ.">

დავით ბაქრაძესთან შესახვედრად მოსახლეობა სოფლებიდანაც ჩამოვიდა

მთავარიპოლიტიკა 22.10.2013
22 ოქტომბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატთან შესახვედრად მოსახლეობა მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებიდანაც ჩამოვიდა. შეხვდერას ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის მშობლებიც ესწრებოდნენ.

დავით ბაქრაძესთან შესახვედრად მოსახლეობა სოფლებიდანაც ჩამოვიდა
დავით ბაქრაძე მხარდამჭერებს მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში შეხვდა. საარჩევნო პროგრამასა და სამომავლო გეგმებზე პრეზიდენტობის კანდიდატი ერთი საათის განმავლობაში საუბრობდა. დავით ბაქრაძემ ადგილობრივებს მოუწოდა, რომ აუცილებლად მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და 27 ოქტომბერს სწორი არჩევანი გააკეთონ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის მხრდამჭერები „სამხრეთის კარიბჭესთან“ საუბარში ამბობენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში დავით ბაქრაძის გამარჯვების იმედი აქვთ. მათი თქმით, ბაქრაძე პრეზიდენტობის შემთხვევაში ყველა იმ პრობლემას მოაგვარებს, რაც არამარტო ახალციხის მუნიციპალიტეტში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებობს.

„ძალიან კარგი ადამიანია და იმედი გვაქვს, რომ რასაც დაგვპირდება აუცილებლად შეასრულებს“, - ამბობს ქალაქ ვალეში მცხოვრები ნათია ნაფეტვარიძე.

შეხვედრაზე მისული მხარდამჭერები ამბობენ, რომ დავით ბაქრაძის საარჩევნო პროგრამას იცნობენ და იმედი აქვთ, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში დაპირებები შესრულდება.

„მართალი კაცია და იმედი გვაქვს, რომ ყველა პრობლემას მოაგვარებს. პირველ რიგში მე მინდა, რომ ქვეყანაში მშვიდობა იყოს და დაკარგული ტერიტორიები დაგვიბრუნდეს“, - ამბობს სოფელ საყუნეთის მკვიდრი ქსენია გურქჩიანი.

დღევანდელ შეხვედრაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის წევრები, ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატებიც იმყოფებოდნენ. ასევე, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი და ადგილობრივი ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლები. შეხვედრაზე იყვნენ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის მშობლებიც.

„წინასაარჩევნო კამპანია გრძელდება, დღეს ბატონმა დავითმა ახალციხელებს საარჩევნო პროგრამა გააცნო. ხალხის რაოდენობითაც კმაყოფილი ვართ და იმედი გვაქვს, რომ არჩევნებში დავით ბაქრაძე გაიმარჯვებს. მას სერიოზული რეიტინგი აქვს, არამარტო სამცხე-ჯავახეთში და ახალციხეში, არამედ მთელ საქართველოში“, - განაცხადა ახალციხის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვაჟა ჩიტაშვილმა.

„დაახლოებით 700-800 ადამიანია დღევანდელ შეხვედრაზე მოსული. აქ მხოლოდ ის ადამიანები არიან, ვისაც მოსაწვევები გადასცეს, უფრო ფართომასშტაბიანი შეხვედრა რომ ყოფილიყო მეტი მხარდამჭერი მოვიდოდა, - ამბობს ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ ჩილინარაშვილი და ამატებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში დავით ბაქრაძის გამარჯვების იმედი აქვს: როცა ადამიანი იწყებს პოლიტიკურ ბრძოლას, ამას იმიტომ აკეთებს, რომ მივიდეს საბოლოო გამარჯვებამდე“.

შეგახსენებთ, რომ ახალციხელ ამომრჩეველთან შეხვედრის დასრულების შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე ვანო მერაბიშვილის მშობლიურ სოფელში უდეში გაემგზავრა. ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატის ზურაბ ჩილინგარაშვილის თქმით, ამით დავით ბაქრაძე მხარდაჭერას უცხადებს ვანო მერაბიშვილს, როგორც პოლიტიკურ პატიმარს.

დავით ბაქრაძესთან შესახვედრად მოსახლეობა სოფლებიდანაც ჩამოვიდა

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დავით ბაქრაძე უდეში მცხოვრებლებს: 'მადლობა, რომ შეინარჩუნეთ რწმენა და ღირებულება’
ვანო მერაბიშვილის სოფელში არჩევნები ბაქრაძემ მოიგო
გელა დემეტრაძე:'დავით ბაქრაძეს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების დიდი შანსი აქვს'
დავით ბაქრაძე: ხალხს არ სჭირდება დაკეტილი რაბათი
ვაჟა ჩიტაშვილი: ჩვენ დავკარგეთ 4 წელი, მაგრამ არ დაგვიკარგავს იმედი
უდეს მცხოვრები:'კისრიდანაც რომ დამკიდონ, მაინც ვიტყვი, რომ 'ნაციონალების' მხარდამჭერი ვარ'
დავით ბაქრაძის დახურული შეხვედრა მესხეთში