FM97.5 / LIVE

ახალციხის სოფლების ბაღებს ლელა ოქრომელიძე უხელმძღვანელებს

მთავარისაზოგადოება » განათლება 26.08.2014
ახალჩამოყალიბებულ ახალციხის თემის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებას ლელა ოქრომელიძე უხელმძღვანელებს.

ახალციხის სოფლების ბაღებს ლელა ოქრომელიძე უხელმძღვანელებს

ოქრომელიძე ამ პოსტზე 22 აგვისტოს დაინიშნა. ახლადშექმნილი ააიპ ახალციხის თემის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება 5–კაციანი გუნდით დაკომპლექტდა. ამ დროისათვის დანიშნულია ოთხი თანამშრომელი, მთავარი ბუღალტერის პოსტი ჯერ ვაკანტურია.

მეთოდისტად მაკა კაპანაძე დაინიშნა, კადრების სპეციალისტად ეკა მამუკაშვილი, უფროსი ბუღალტერის პოსტზე კი გულიკო მაღრაძე.

თანამშრომლები გასაუბრების შედეგად შეარჩიეს.

„ყველა პროფესიული ნიშნით და გამოცდილების მიხედვით შეირჩა“, – განმარტავს ლელა ოქრომელიძე.

ახალციხის თემის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში 8 ბაღი შედის, აქედან სამი ალტერნატიულია (აღსაზრდელების მხოლოდ სასკოლოდ მომზადებას გულისხმობს). 8 ბაღში 400–ზე მეტი ბავშვი სწავლობს.

ახალი ხელმძღვანელი გაერთიანებაში საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს და ამბობს, რომ ყველა თანამშრომელი განაგრძობს მუშაობას. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სწავლა 1–ელ სექტემბერს განახლდება.

ლელა ოქრომელიძე დაბა ასპინძაში, 1980 წლის 30 მაისს დაიბადა. 1997 წელს დაამთავრა ასპინძის საშუალო სკოლა. 2001 წელს დაამთავრა თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალი, უცხო ენების ფაკულტეტი. ამავე წელს, ახალციხის N6 საჯარო სკოლაში, გერმანული ენის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა, აქ 2008 წლამდე მუშაობდა. პარალელურად, მუშაობდა ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში, მეთოდისტად, შემდგ კი კადრების სპეციალისტად. მიმდიმარე წლის 27 ივნისს, მას შემდეგ, რაც ქალაქი და თემი ორად გაიყო, თემში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მზია ქობესაშვილი: "სამართალმა იზეიმა"
ორთვიანი შეწყვეტის შემდეგ, საბავშვო ბაღებში სწავლა განახლდა
ახალციხის ბაგა-ბაღებში ერთი კვირით სწავლა შეწყდა
როდის დაიწყება საზაფხულო არდადეგები ახალციხის ბაღებში
ახალციხის ბაღებში დეზინფექცია ტარდება
ნანა გელაშვილმა თანამდებობა დატოვა
ახალციხის ბაგა – ბაღებში სასწავლო პროცესი სექტემბრამდე შეწყდა