FM97.5 / LIVE

ბორჯომის გამგეობაში საკადრო ცვლილებები იგეგმება

მთავარიპოლიტიკა 15.07.2014
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ახალი გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე მუშაობას შეუდგნენ. იგეგმება თუ არა საკადრო ცვლილებები ბორჯომში და რა პრობლემებზე საუბრობენ ახალარჩეული ხელმძღვანელები.

ბორჯომის გამგეობაში საკადრო ცვლილებები იგეგმება

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ახალი გამგებელი დიმიტრი ყიფიანი და საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე მუშაობას ოფიციალურად შეუდგნენ. ყიფიანი გამგეობაში საკადრო ცვლილებებსაც გეგმავს.

„ბუნებრივია საკადრო ცვლილებები იქნება. ახლა ვმუშაობთ სტრუქტურაზე, მოადგილეებისა და სამსახურების რაოდენობაზე, შემდეგ ალბათ ეტაპობრივად დაიწყება თანამშრომლების დანიშვნა. მთავარია სტრუქტურაზე შევჯერდეთ და მერე ვისაუბრებთ კონკრეტულ პიროვნებებზე“, – განაცხადა დიმიტრი ყიფიანმა.

გამგებლისგან განსხვავებით, საკრებულოში საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს საკრებულოს ახლადარჩეული თავმჯდომარე.

„მუშაობას შევუდექი ოფიციალურად, მაგრამ ჯერ თანამშრომლებს არ გავცნობივარ. საკრებულოში საკადრო ცვლილბები არ იგეგმება“, – ამბობს ზაზა ჩაჩანიძე.

გამგებელიც და საკრებულოს თავმჯდომარეც ბორჯომში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე საუბრობენ.

„არის ლოკალური ინფრასტრუქტურული პრობლემები, ძირითადად იერსახის შეცვლაზე ზრუნვა, პარკების, ხიდების, სკვერების, ბაგა–ბაღების რეაბილიტაცია, ასევე უკვე გადაიდგა პირველი ნაბიჯი საქალაქო ტრანსპორტის შეცვლაზე, ორი ახალი ავტობუსი ჩამოდის და ამ წლის ბიუჯეტში გაწერილია, რომ კიდევ ორ ახალ ავტობუსს შევიძენთ. გარდა ამისა, ახალი, დიდი მოცულობის ნაგვის მანქანის შეძენა იგეგმება“, – განმარტავს ყიფიანი.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საბავშვო ბაღებში საკადრო ცვლილებები იგეგმება
ბორჯომის გამგეობაში საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ერთ კვირაში საკადრო ცვლილებები დაიწყება
ადიგენში საკადრო ცვლილებები დაიწყო
საკადრო ცვლილება ადგილობრივ თვითმმართველობაში
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე თანამდებობიდან გადააყენეს
საკადრო ცვლილებები უნივერსიტეტში