FM97.5 / LIVE

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ერთ კვირაში საკადრო ცვლილებები დაიწყება

მთავარიპოლიტიკა 14.07.2014
ახალციხის მუნიციპალიტეტის ახალარჩეული გამგებელი საკადრო ცვლილებების განხორციელებას ერთ კვირაში გეგმავს, თუმცა, ვინ იქნებიან მისი მოადგილეები ჯერ არ აკონკრეტებს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ერთ კვირაში საკადრო ცვლილებები დაიწყება

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა მელიქიძე, დღეს, 14 ივლისს, ვიდრე ახალციხის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომა მიმდინარეობდა, გამგეობაში სამუშაო პროცესს გაეცნო და ყველა კაბინეტი დაათვალიერა.

მელიქიძე ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის კაბინეტს დაიკავებს, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ოთახი კი ახალციხის მერს გია კოპაძეს დაეთმობა. მელიქიძის განცხადებით, ვიდრე მერიის შენობა გარემონტდება, გამგეობა და მერია ერთ შენობაში იმუშავებს.

მისივე განცხადებით, ერთ კვირაში საკადრო ცვლილებებიც განხორციელდება: „ჩვენ ყველა პოსტზე ღირსეულ პიროვნებებს წარვადგენთ“.
რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, თუ ვინ იქნებიან მისი მოადგილეები, გვპასუხობს: „ეს საკითხი ჯერ განხილვის სტადიაშია, საბოლოოდ შევჯერდებით და მათი ვინაობის შესახებ ცნობილი ერთ კვირაში გახდება“.

მელიქიძე აცხადებს, რომ ყველა დაწყებულ პროექტს გააგრძელებს: „ასევე, უფლებამოსილების მიღებისთანავე ვიზრუნებთ საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის აღდგენაზე. პრობლემა ბევრია, თუმცა, ისეთი არცერთი, რომ გადაჭრა შეუძლებელი იყოს“.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გურამ მელიქიძე და რამინი მარტინენკო – ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი მოადგილეებს არჩევს
ახალციხის მერია მერიის შენობაში დარჩება
საბავშვო ბაღებში საკადრო ცვლილებები იგეგმება
ახალციხის გამგეობაში 13 შტატზე კონკურსი ცხადდება
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ მამუკა მელიქიძე აირჩიეს



ახალციხის თვითმმართველობაში არსებულ 70 ვაკანსიაზე 894 განაცხადი შევიდა
ახალი მოწვევის საკრებულოების პირველი სამუშაო დღე