FM97.5 / LIVE

ადიგენში საკადრო ცვლილებები დაიწყო

მთავარიპოლიტიკა 24.07.2014
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 7 პოსტზე ახალი თანამშრომელი დაინიშნა. გამგეობაში განმარტავენ, რომ საკადრო ცვლილებები კიდევ იგეგმება.

ადიგენში საკადრო ცვლილებები დაიწყო

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველ მოადგილედ მინდია ჯელია დაინიშნა.

ამ დროისათვის შეცვლილია რამდენიმე სამსახურის უფროსი და სამსახურის სპეციალისტები.

ადმინისტრაციული სამსახურის უფროსად დავით ტაბატაძე დაინიშნა, რომელიც მანამდე ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურში მუშაობდა.

საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსად ვაჟა მერაბიშვილი დაინიშნა, რომელიც მანამდე ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული იყო. ამავე სამსახურში მთავარი სპეციალისტის პოსტი, ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების საკითხებში, სოფო გიქოშვილმა დაიკავა.

სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის უფროსად ავთანდილ ჩხიტუნიძე დაინიშნა; სამხედრო–სამაშველო სამსახურის უფროსად კი ავთანდილ ძაძამია;

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამსახურის უფროსად ისევ გოდერძი სხირტლაძე დარჩა. ამ სამსახურში ცვლილება სპეციალისტის პოსტს შეეხო ბუნებრივი რესურსების სარგებლობის საკითხებში, ამ ადგილზე ჯაბა ენუქიძე დაინიშნა.

კულტურის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის უფროსის პოსტი ამ დრომდე ვაკანტურია.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე განმარტავს, რომ საკადრო ცვლილებები ამით არ დასრულებულა.
მისი თქმით, იგეგმება ორი სამსახურის დამატება, იურიდიული და შესყიდვების სამსახურის.

„დაგვჭირდება სამსახურის ხელმძღვანელების და თანამშრომლების დამატებაც. გამგეობაში შესყიდვების სამსახური ცალკე არ იყო, უბრალოდ სპეციალისტები მუშაობდნენ“, – განმარტავს გამგებელი.

[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის გამგეობაში სამსახურების უფროსების ვინაობა ცნობილია
ახალციხის  მერმა მოადგილეები და სამსახურის უფროსები დანიშნა
ახალქალაქის მერიაში სამი სამსახურის უფროსი დაინიშნა
ადიგენის გამგეობაში სამსახურის უფროსები დანიშნეს
ვინ დარჩა ახალციხის თვითმმართველობაში და ვინ დაკარგა სამსახური - გამგეობამ სია გამოაქვეყნა
ბორჯომის გამგეობაში საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი სამსახურის უფროსებს ნიშნავს