FM97.5 / LIVE

ახალქალაქში ზამთრისთვის უკვე ემზადებიან

მთავარისაზოგადოება 27.07.2012
ახალქალაქის მოსახლეობის უმრავლესობამ ზამთრისთვის შეშის მომარაგება უკვე დაიწყო.

ახალქალაქში ზამთრისთვის უკვე ემზადებიან

ზაფხულის ამ ორი თვის განმავლობაში ჩვენი მაღალმთიანი მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ საბოლოოდ მაინც ვერ გაიგო, გარეთ როგორი ამინდია. ხან მზე აცხუნებს, ხან კი ღამღამობით თავსხმა წვიმაა მეხითა და ჭექა-ქუხილით. ტემპერატურა მერყეობს და ზოგჯერ 130C-ზეც კი ჩამოდის. ასეთი ამინდი ხალხს აფიქრებინებს, რომ ზამთარი მაინცდამაინც შორს არაა და სათბობზე ზრუნვა ბევრმა უკვე დაიწყო.

არმინე განდილიანის ოჯახში ზამთრის გახსენებაზე შფოთვას იწყებენ. დიასახლისს შეშის ყიდვა უკვე უნდა, მაგრამ ჯერჯერობით ამის საშუალება არ გააჩნიათ.

- “რუსეთიდან ფულს როგორც კი გამოგზავნიან, მაშინვე შეშის შესაძენად წავალ. ახლა ყიდვა ჯობს, ვიდრე შემოდგომაზე, რადგან უფრო ნაკლებსაც გადავიხდი და უფრო მშვიდად ვიქნები. წელს ალბათ შარშანდელზე მეტს ვიყიდით, რადგან გასული ზამთარი ძალიან დიდხანს გაგრძელდა და შეშა შუა ყინვებში გაგვითავდა. იძულებული გავხდით ახლადმოჭრილი, ცუდად გამშრალი შეშა გვეყიდა, რომელიც ძლივს იწვოდა”, - ამბობს სოფელ კულიკამის მკვიდრი არმინე განდილიანი.

ბევრისთვის შარშანდელი სიტუაცია შეშასთან დაკავშირებით ჭკუის სასწავლებელი აღმოჩნდა. მაშინ შეშის ბაზარზე დეფიციტი იყო, ფასები მუდმივად იზრდებოდა, გარეთ კი საშინელი ყინვა იდგა. შარშან შეშის ფასი ერთ რიგზე 400 ლარიდან იწყებოდა. ერთი რიგი დაახლოებით 4-5 კუბური მეტრია.

- “წელს ვიფიქრეთ, რომ შეშა ზაფხულში ვიყიდოთ, რათა შარშანდელივით არ მოგვივიდეს, როცა ძვირიც იყო და არც იშოვებოდა. თუმცა ფასები მაინც სხვადასხვა აღმოჩნდა. ერთი თვის წინ ერთი რიგი 350 ლარად ვიყიდეთ და მაინც სხვებზე ძვირის გადახდა მოგვიწია”, - ამბობს რიმა ტოროსიანი ახალქალაქიდან.

დღეს შეშის 1 კუბური მეტრი 80 ლარი ღირს, ოჯახი ზამთრის განმავლობაში საშუალოდ 10 კუბურ მეტრ შეშას წვავს.

მოსახლეობა შეშას უკვე იმარაგებს, მიუხედავად ამისა, შეშის გამყიდველები უკმაყოფილონი არიან.

- “ბევრი გაზზე გადადის, არის სოფლები, სადაც გამხმარი ნაკელით თბებიან. გაზის ან შეშის ფული ხომ ყველას არ აქვს. შემდეგ წელს შეშა ალბათ აღარც გაიყიდება. გაზი ძვირია, თუმცა, არც შეშა უჯდება ხალხს იაფი”, - ამბობს შეშის გამყიდველი ოთარ ბერიძე.

ბუნებრივი გაზს ბევრი ამჯობინებს, თუმცა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სახლები ჯერ მაინც უმეტესად შეშით თბება. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში შეშა კიდევ დიდხანს იქნება საჭირო, რადგან ბუნებრივი აირი ყველა სოფელში არ არის და არც ყველას აქვს გაზის სახლამდე გაყვანისა თუ ძვირადღირებული გათბობის სისტემების ან გაზის ღუმელების შეძენის საშუალება.

- “შეშის საყიდელი ფული არ მაქვს, არც ის ვიცი, როდის მექნება. სხვა ალტერნატივა კი არ არის. რასაკვირველია, ჩვენს სოფელში ბუნებრივი აირი შემოყვანილია, მაგრამ ჩვენ არც სახლამდე მოყვანის, არც ყოველთვიურად მისი გადასახადის გადახდის საშუალება არ გაგვაჩნია”, - ამბობს სოფელ დილისკას მცხოვრები მნაც გაბრიელიანი.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ზამთარზე ზრუნვას მანამ იწყებენ, სანამ ჰაერი ზაფხულის მზით კარგად გათბება.

[ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში  „ძვირ ზამთარს“ უჩივიან
ასპინძაში 18 სკოლიდან 11 შეშის ღუმელით თბება
ნინოწმინდაში ტრადიციული საწვავით გათბებიან
ახალციხის საბავშვო ბაღების უმრავლესობა შეშის ღუმელით თბება
ადიგენში ზამთრისთვის ემზადებიან
ახალციხეში იკვლევენ ვინ თბება შეშის ღუმელით
ლიცენზიით გაცემული ტყე და შეშის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა