FM97.5 / LIVE

ნინოწმინდაში ტრადიციული საწვავით გათბებიან

მთავარიეკონომიკა 20.11.2012
ბუნებრივი გაზი ნინოწმინდელებისთვის უკვე ხელმისაწვდომია. თუმცა, მოსახლეობის უმრავლესობა ზამთარში ტრადიციულად – შეშითა და წივით (გამხმარი ნაკელით) გათბება

ნინოწმინდაში ტრადიციული საწვავით გათბებიან
თუ ადრე ნინოწმინდაში შეშისა და წივის გარდა (ქვანახშირს სათბობად ცოტა იყენებდა) ალტერნატიული სათბობი არ არსებობდა, ახლა ნინოწმინდელებს და ახლომდებარე სოფლის მცხოვრებლებს ბუნებრივი აირით გათბობის საშუალება აქვთ. თუმცა, უმრავლესობას ამის ფინანსური სახსრები არ გააჩნია.

“გაზი კარგია, მაგრამ ფული არ არის. სამი მანქანა შეშა ვიყიდეთ და დაგროვილ წივასთან ერთად მთელი ზამთარი გვეყოფა. გაზის შემოყვანის საშუალებაც თუ მოგვეცემა, კარგი იქნება”, - ამბობს სრბუი ჰოვჰანნესიანი.

ნინოწმინდის მცხოვრებმა იუხაბერ პოღოსიანმა ჯერ არ იცის, ზამთარში რითი გათბება, მაგრამ თუ შესაძლებლობა ექნა, ბუნებრივ აირს აირჩევს.
“ცენტრალური გათბობის ძველი სისტემა გვაქვს და სახლს ამ სისტემით შეშაზე ან ქვანახშირზე ვათბობთ. თუ გაზით გათბობის სისტემის ყიდვას მოვახერხებთ, რასაკვირველია, გაზით გავთბებით”, - ამბობს იგი.

სტეფან არზუმანიანის გამთვლებით, გაზით გათბობა გაცილებით იაფი და ეფექტურია.

“გაზი უნდა გავიყვანოთ, რადგან სახლი დიდია და მთლიანად უნდა თბებოდეს. შარშან საწვავისთვის დაახლოებით 1800 ლარი დავხარჯეთ. დავითვალეთ, რომ თუ გაზს ჩავრთავთ, მართალია, პირველი წელი რთული იქნება, რადგან სისტემის გაკეთებაა საჭირო, მაგრამ მომდევნო წლებში ამ ხარჯს ავინაზღაურებთ. გათბობა ნაკლები დაგვიჯდება და უფრო სუფთაც იქნება. ამ წელს გაზით პირველად გავთბებით და ვნახავთ, რა იქნება”, - ამბობს იგი.

ნინოწმინდაში გათბობის სეზონი უკვე დაიწყო და მინიმუმ შვიდი თვე გაგრძელდება. ღუმელების აღება მხოლოდ ივნისში იქნება შესაძლებელი. იმის გამო, რომ ბოლო წლებში შეშა საგრძნობლად ძვირდება, ბევრისთვის წივა ერთადერთი სათბობი საშუალებაა.

“გაზი არ გვაქვს. სამაგიეროდ შინაური საქონელი გვყავს, რომლის ნაკელსაც ვახმობთ და ზამთარს ასე გადავიტანთ. არც შეშის საყიდელი ფული გაგვაჩნია და არც სახლში გაზის შემოყვანის. რაც შეგვიძლია, იმას ვაკეთებთ ზამთარში გასათბობად”, - ამბობს მამიკონ ღალიჯიანი.

[აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქის სკოლებში ისევ შეშის ღუმელით გათბებიან
რითი გათბებიან ამ ზამთარს ახალციხელები [Photo, Video]
ახალქალაქში  „ძვირ ზამთარს“ უჩივიან
ახალქალაქში გადასახადების შემცირებას ელიან
რითი თბებიან სამცხე–ჯავახეთის სკოლებში
სამცხე–ჯავახეთის 195 სკოლიდან 122 შეშის ღუმელით თბება
ახალციხის სკოლები ზამთარს მომზადებული შეხვდნენ