FM97.5 / LIVE

ახალციხის საბავშვო ბაღების უმრავლესობა შეშის ღუმელით თბება

მთავარისიახლე, ეკონომიკა 13.11.2018
ახალციხის მუნიციპალიტეტში 25 საბავშვო ბაღიდან 20–ში შეშის ღუმელით თბებიან. ხუთ საბავშვო ბაღში, რომელთაგან ოთხი ქალაქ ახალციხეში, ერთი კი ვალეში მდებარეობს, ბუნებრივი აირია შეყვანილი.

ახალციხის საბავშვო ბაღების უმრავლესობა შეშის ღუმელით თბება

ქალაქ ახალციხესა და მუნიციპალიტეტში არსებული 20 საბავშვო ბაღისათვის, ზამთრის სეზონზე გასათბობად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 41 800 ლარი დაიხარჯა.

ამ თანხით, ადგილობრივმა თვითმმართველობამ 480 კუბური მეტრი საშეშე მერქანი იყიდა.

ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე, მხოლოდ ხუთი ბაღია,( ახალციხის N5; N1,N3,N6 და ვალის საბავშვო ბაღი) სადაც ბავშვები ბუნებრივი აირით თბებიან. დაწესებულებებში შეშის ღუმელები გაზის გამათბობელმა მაშინ ჩაანაცვლა, როცა ამ ბაღების რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

"ქალაქში როგორც კი დაიწყება ბაღების რეაბილიტაცია გაკეთდება გათბობის სისტემა. ანუ რეაბილიტაციის შემდეგომ კეთდება ეს. მომდევნო წლისათვის ჯერ კიდევ ვგეგმავთ სულ რამდენი ბაღი რეაბილიტირდება. სოფლებშიც ვაპირებთ იგივეს, გაზიფიცირებასთან ერთად იქაც გავაკეთებთ გათბობის სისტემებს", – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი მარინა მერაბიშვილი.
ახალციხის მუნიციპალიტეტში 25 საბავშვო ბაღიდან 17 სოფლებშია, ხოლო 8 ქალაქში.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის საბავშვო ბაღებში გაზის გაყვანილობებს შეამოწმებენ
ახალციხის ბაღებში საწვავი შეშის შეტანა დაიწყეს
ახალციხეში ბაღების გასათბობად მშობლებს შეშა სახლიდან მიაქვთ
ასპინძაში 18 სკოლიდან 11 შეშის ღუმელით თბება
ასპინძაში საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
‘საგანგაშო არაფერი იყო’ – ახალციხის ბაღებში გაზის გაყვანილობები შეამოწმეს
ბორჯომში ბაღების რეაბილიტაცია დასრულდა