FM97.5 / LIVE

ლიცენზიით გაცემული ტყე და შეშის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა

მთავარიეკონომიკა 27.10.2015
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მუგარეთში, ფერსასა და გიორგიწმინდაში, ზამთრისთვის შეშის მომარაგებას ვერ ახერხებენ. ადგილობრივები შიშობენ, რომ შესაძლოა ზამთარს მოუმზადებლები შეხვდნენ.

ლიცენზიით გაცემული ტყე და შეშის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა

ღუმელი რომ აანთოს, სოფელ მუგარეთში მცხოვრები, პავლე ლომიძე, იძულებულია ეზოში მსხმოიარე ჭანჭურის ხეები მოჭრას.

„არ დაუნომრიათ, წავალთ ტყეში შეშა რომ მოვიტანოთ და დაგვაჯარიმებენ 500–600 ლარით. 10 კუბური მეტრი მაინც გჭირდება ზამთრისთვის, რომ ვიყიდო 700 ლარია საჭირო, საიდან მოვიტანო ეს ფული?! ტყე გაყიდულია და შიგნით ვინ შეგვიშვებს?“ – ამბობს პავლე ლომიძე.

ტყეკაფის გამოყოფას ელოდება ამავე სოფელში მცხოვრები გონერი ჩადუნელიც: „ორ კვირაში ტყეში მანქანა ვეღარ შევა, ან ახლა გაშრება კიდევ?! თვენახევარია სატყეოში დავდივართ, არ დაგვტოვთ უშეშოდო, მაგრამ დეკემბერში თუ მოვლენ, მერე რაღად გვინდა“.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ რადგან სოფელში ბუნებრივი აირი არ არის, მოსახლეობა ზაფხულშიც და ზამთარშიც შეშას მოიხმარს. ხშირია შემთხვევებიც, როცა მოსახლეობას აჯარიმებენ.

„ცხენით მომქონდა ტყიდან საწვავი შეშა, მეზობელი მყავს რეინჯერი, იმან დამაბეზღა, დარეკა სატყეოში, მოვიდნენ და 565 ლარით დამაჯარიმეს. ძლივს გადავიხადე, ჯერ ახლობლებისგან ვისესხე და მერე ძროხის გაყიდვა მომიწია ვალის გადასახდელად“, – ამბობს ნუგზარ ლომიძე.

ტყე, საიდანაც სამი სოფლის მოსახლეობამ ზამთრისთვის შეშა უნდა მოიმარაგოს, 2028 წლის ოქტომბრამდე ლიცენზიით შპს „ჯეკს“ აქვს აღებული. ტერიტორია 406 ჰა–ს შეადგენს.

ტყეკაფის გამოყოფის, გახსნის (ათვისების დაწყება) და დახურვის, ნებართვა უნდა გასცეს, როგორც ტერიტორიულ სატყეო სამსახურმა, ასევე ლიცენზიის მფლობელმა, მიღება–ჩაბარების აქტის საფუძველზე.

შპს „ჯეკის“ წარმომადგენელი დავით ბერიძე ამბობს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მისი მხრიდან ნებართვა უკვე გაცემულია: „დანომრილია უკვე, სატყეოშიც ვიყავი. ელოდებიან ნებართვას თბილისიდან, რომ კოდი მიენიჭოს ტყეკაფს და გახსნან. ხვალ აუცილებლად გახსნიან“.

კითხვაზე, რატომ ვერ მოხერხდა აქამდე ტყეკაფის გამოყოფა, რომ მოსახლეობას მშრალ ამინდებში მოემარაგებინა საწვავი, გვპასუხობს: „არ ვიცი, ეს სატყეოს პრეროგატივაა და მათ უნდა კითხოთ. ჩვენ როცა მოგვმართავს სატყეო წერილობით, მაშინ ვაძლევთ წერილობითვე ნებართვას“.

სამცხე–ჯავახეთის სატყეო სამსახუში კი განმარტავენ, რომ ტყეკაფვის გამოყოფასთან დაკავშირებით ნებართვას მაშინ გასცემენ, როცა მოსახლეობის მხრიდან მოთხოვნა იქნება.
„ორი თვის წინ არ იყო განცხადება შემოსული და რანაირად მოხერხდებოდა?! როცა შემოვიდა, ნებართვა გავეცით“,– ამბობს მეტყევე ლევან თედიაშვილი.

მისი თქმით ხვალიდან, 28 ოქტომბრიდან უკვე მოსახლეობას შეეძლება, რომ შეშის გამოტანა დაიწყოს: „შპს „ჯეკისგან“ თანხმობა რამდენიმე დღის წინ მივიღეთ, მოსახლეობას უკვე შეუძლია ბანკიდან აიღოს ქვითარი და ამის შემდეგ პრობლემა არ შეექმნებათ“.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში სამი სოფლისთვის  676 კუბური მეტრი საშეშე მასალა  გამოიყო
სოფელ წნისში გამოსაზამთრებლად საკმარისი შეშა არ აქვთ
მესხეთში შეშის მომარაგებას ვერ ასწრებენ
ახალქალაქში ზამთრისთვის უკვე ემზადებიან
ადიგენში ზამთრისთვის ემზადებიან
ახალქალაქში  „ძვირ ზამთარს“ უჩივიან
გამოკითხვა: რა სჯობს გლეხისთვის, შეშა თავად დაამზადოს, თუ მზაში 80 ლარი გადაიხადოს?