FM97.5 / LIVE

ახალქალაქში „ძვირ ზამთარს“ უჩივიან

მთავარიეკონომიკა 20.12.2013
მიუხედავად იმისა, რომ ახალქალაქალის სოფლების მესამედი გაზიფიცირებულია, უმეტესობა კვლავ შეშის ღუმელით თბება, შეშის ფასი კი დღითიდღე მატულობს და მოსახლეობა მომარაგებას ვერ ახერხებს.

ახალქალაქში  „ძვირ ზამთარს“ უჩივიან
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 64 სოფლიდან გაზიფიცირებული მხოლოდ 24 სოფელია. თუმცა სოფლებისა და ქალაქის გაზიფიცირება სულაც არ ნიშნავს, რომ ყველა სოფელში ადგილობრივები ბუნებრივი აირის გამათბობლით თბებიან. გაზიფიცირებული ოჯახების დიდი ნაწილი კვლავ ტრადიციული მეთოდით - შეშის ღუმელით თბება. შეშის ფასმა კი უკვე შემოდგომიდან დაიწყო მატება და ბევრს ზამთრისთვის საკმარისი შეშის შეძენის საშუალება არ აქვს.

„მართალია, ჩვენს სახლში ბუნებრივი აირი შემოყვანილია, მაგრამ გაზით არ ვთბებით. გაზის ღუმელის შეძენის საშუალება არ გაგვაჩნია, არადა ამბობენ, რომ შეშაზე იაფი ჯდება. სანამ ფული შევაგროვეთ, შეშა გაძვირდა. გაზაფხულზე ერთი რიგი შეშა 350 ლარი ღირდა, ახლა კი 450 ლარი და მეტი ღირს. გამყიდველები ხელოვნურად წევენ შეშის ფასს“, - ამბობს აშხენ ავაგიანი.
ახალქალაქში ზამთარი დაახლოებით 8 თვე გრძელდება. როგორც აქ ამბობენ, ახალქალაქში წლის მხოლოდ ორი დროა, 4 თვიანი გაზაფხული და 8 თვიანი ზამთარი. მთელი ზამთრის განმავლობაში გათბობისთვის საჭიროა 3 რიგი შეშა. რიგი შეშის საზომი ერთეულია - ერთი რიგი შეშა „სატვირთო ავტომობილზე ხანდახან 650 ლარად იყიდება.

შეშის გამყიდველებმა თავიდან არ უარყვეს, რომ იყო ხალხი, ვინც ერთი რიგ შეშას 650 ლარად ყიდდა, თუმცა მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ ჟურნალისტებს ესაუბრებოდნენ, დიალოგზე უარი განაცხადეს.

შეშის იმ გამყიდველებმა, ვინც საუბარზე უარი არ თქვა, აგვიხსნეს, რომ სინამდვილეში შეშა რამდენიმე მიზეზის გამო გაძვირდა.

„ადრე ტყიდან შეშა ვაუჩერებით ჩამოგვქონდა. ახლა პროცესი გაცილებით უფრო გართულდა. საჭიროა მინდობილობა, რომლისთვისაც 20 ლარს ვიხდით, ასევე ტყიდან შეშის გამოტანისთვის ვაკეთებთ დოკუმენტებს, რაშიც 15 ლარს ვიხდით“, - ამბობს არამ ნერსესიანი.

არამ ნერსესიანი ჩივის, რომ შეშა არ იყიდება, კვირაობით დგანან, რომ ერთი რიგი მაინც გაყიდონ. იგი ამბობს, რომ ნოემბერში შეშის ჩამოსატანად ბაკურიანის ტყეში მხოლოდ ხუთჯერ იყო.

ბებია მანიკი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ თახჩაში ცხოვრობს. ამ სოფელში 20 ოჯახია. ზამთარში სოფლისკენ მიმავალი გზა ძირითადად დაკეტილია. თუ დიდი თოვლი მოვიდა, ქალაქამდე კვირაობით ვერ ჩადიან. სოფელში გაზი არ არის შეყვანილი. აქ ხალხი ძირითადად მესაქონლეობითაა დაკავებული და ზამთარში გათბობისთვის ნაკელს ახმობენ.

„ძირითადად გამხმარ ნაკელს ვწვავთ, თუმცა თითო რიგ შეშას, სიმშვიდისთვის მაინც ვყიდულობთ. მაგრამ შეშა ძალიან ძვირია, ჩვენ პენსიონერები ვართ. მე და ჩემი მეუღლე, რაც შეგვიძლია, ვაგროვებთ პენსიას შეშის საყიდლად. ადამიანისთვის მთავარია კუჭი ჰქონდეს სავსე და სითბოში იყოს. ახლა კი არ ვიცი, ამ ზამთარს როგორ გადავიტანთ“,- ამბობს ბებია მანიკი.

[აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში ზამთრისთვის უკვე ემზადებიან
ახალციხეში იკვლევენ ვინ თბება შეშის ღუმელით
ასპინძაში 18 სკოლიდან 11 შეშის ღუმელით თბება
ახალციხეში 39  სკოლიდან 24  შეშის ღუმელით თბება
ნინოწმინდაში ტრადიციული საწვავით გათბებიან
ახალქალაქის სკოლებში ისევ შეშის ღუმელით გათბებიან
სამცხე–ჯავახეთის 195 სკოლიდან 122 შეშის ღუმელით თბება