FM97.5 / LIVE

ასპინძაში 18 სკოლიდან 11 შეშის ღუმელით თბება

მთავარისიახლე, ეკონომიკა 10.12.2018
ასპინძის მუნიციპალიტეტში 18 საჯარო სკოლიდან ზამთარში, ორი ბუნებრივი აირით, ორი ელექტროგამათბობლებით, სამი შეშის ცენტრალური გათბობით და დანარჩენი შეშის ღუმელით თბება.

ასპინძაში 18 სკოლიდან 11 შეშის ღუმელით თბება

ბუნებრივი აირით მხოლოდ დამალისა და ხიზაბავრის სკოლები თბება. ელექტროგამათბობლებს მირაშხანისა და ნიჯგორის სკოლები იყენებენ.

„ეს სკოლები 2012 წელს აშენდა და სისტემა შეყვანილი არ არის, ამიტომ ელექტრო ბატარიები დგას“, – ამბობს ასპინძის საგანმანათლებო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ტრისტან მურადაშვილი.

შეშის ცენტრალური გათბობაა ასპინძის პირველ, ოშორისა და ნაქალაქევის სკოლებში.

მურადაშვილის თქმით, მომავალ 2019 წელს, დაბა ასპინძის და საროს სკოლები ბუნებრივი აირით გათბება: „ორივე სკოლაში მომავალი ზამთრისთვის გაზის ცენტრალური გათბობა გვექნება დამონტაჟებული. რაც შეეხება 11 სოფელს, სადაც სკოლები შეშის ღუმელებით თბება, იქ ჯერ გაზი არაა შეყვანილი და ბუნებრივია მათი გათბობის სისტემას ჯერ ვერ შევცვლით“.

ასპინძის საგანმანათლებლო რესურსცენტრში აცხადებენ, რომ სკოლები საშეშე მერქნით უკვე მომარაგებულია.

„სატყეომ გამოაცხადა ტენდერი და გამარჯვებულმა კომპანიამ სკოლებში შეშა შეიტანა. 40–40 კუბური მეტრი თითო სკოლას სრულად ყოფნის ზამთრის განმავლობაში“, – ამბობს მურადაშვილი.

ასპინძაში, ამ დროისათვის მხოლოდ სამი სოფელი დამალა, სარო და ხიზაბავრაა გაზიფიცირებული.

[ლუბა გიორგაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის 195 სკოლიდან 122 შეშის ღუმელით თბება
რითი თბებიან სამცხე–ჯავახეთის სკოლებში
ახალციხეში 39  სკოლიდან 24  შეშის ღუმელით თბება
ახალციხის საბავშვო ბაღების უმრავლესობა შეშის ღუმელით თბება
ახალციხის სკოლები ზამთარს მომზადებული შეხვდნენ
ადიგენში 2019 წელს ბუნებრივ აირს სამ სკოლაში შეიყვანენ
ახალციხის პირველი სკოლა წელს ისევ შეშით თბება