FM97.5 / LIVE

ადიგენში ზამთრისთვის ემზადებიან

მთავარიეკონომიკა 17.10.2012
ადგენის მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ ზამთრის სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყო. რამდენი კუბური მეტრი შეშა სჭირდება საშუალოდ თითო ოჯახს და რა თანხა უჯდებათ მისი მომარაგება ადიგენელებს

ადიგენში ზამთრისთვის ემზადებიან
ადიგენის მუნიციპალიტეტში ზამთრისთვის შეშის მომარაგება უკვე დაიწყეს. იმის გამო, რომ მუნიციპალიტეტში ბუნებრივი აირი ჯერ არ არის, ადგილობრივები გასათბობად ისევ შეშის ღუმელს იყენებენ. მოსახლეობის ნაწილს შეშა ტყიდან თავად გამოაქვს, ნაწილი კი უკვე გამზადებულ საშეშე მასალას ყიდულობს.

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ შოლავერში მცხოვრებ ინასარიძეების ოთხსულიან ოჯახს ზამთარის განმავლობაში გათბობისთვის დაახლოებით ათი კუბური მეტრი შეშა სჭირდება, რაც საშუალოდ ოთხასიდან ხუთას ლარამდე ჯდება. ოჯახის უფროსი ამირან ინასარიძე ამბობს, რომ შეშის მომარაგება ჯერ არ დაუწყიათ.

”ჯერ ”ატხოდები” მოვიტანეთ, სახერხზე ვიყიდე, მაგრამ ეს არ გვეყოფა. ძალიან ვწვალობთ, ჯერ ზამთარი არ არის და სიცივეს არ შეუწუხებივართ, მაგრამ, როგორც კი აცივდება, დავიწყებთ შეშის მომარაგებას”, - ამბობს იგი.

ოჯახის არცერთი წევრი არ მუშაობს და მათი ძირითადი შემოსავალი სოფლის მეურნეობიდან მიღებული თანხაა. ერთ ჰექტარ მიწის ნაკვეთზე კარტოფილი, ლობიო და სიმინდი მოჰყავთ, თუმცა იმის გამო, რომ სოფელში სარწყავი წყლის პრობლემა აქვთ, შემოდგომით კარგ მოსავალს ვერ იღებენ.

ინასარიძეები ამბობენ, რომ შოლავერი ერთადერთი სოფელია მუნიციპალიტეტში, სადაც სარწყავი წყლის პრობლემა დღემდე აწუხებთ და გლეხები წვიმის ანაბარა არიან დარჩენილი.

ოჯახის უფროსი ამბობს, რომ ძირითადად დამზადებულ შეშას ყიდულობენ, რომელიც სატვირთო მანქანებით ან სამარშუტო ტაქსებით დააქვთ.

”ტყეში რომ შევიდე და გამოვიტანო, არც დავინტერესებულვარ, იგივე დაჯდება დაახლოებით. გასულ წელს ხუთ კუბურ მეტრიანი ვაუჩერი დაარიგეს, მაგრამ შეშის ტყიდან გამოტანა იმაზე მეტი ჯდებოდა, ვიდრე ყიდვა. თან ისეთ ადგილებში იყო დანიშნული, რომ იქამდე ვერც მივედით და ისევ ყიდვა მომიწია”, - ამბობს ამირან ინასარიძე.

ინასარიძეებისგან განსხვავებით ზამთრისთვის საშეშე მასალა ტყიდან თავად გამოაქვთ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანავში მცხოვრებ კოჩალიძეების ოჯახს.

ოჯახის უფროსი ნოდარ კოჩალიძე ამბობს, რომ შეშას სოფლიდან დაახლოებით შვიდი-რვა კილომეტრით დაშორებული მანძილიდან ეზიდებიან. სეზონზე საშუალოდ 15 კუბურ მეტრამდე სჭირდებათ, რადგან სახლს ორი ღუმელით ათბობენ.

”ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ, ზანავში ვცხოვრობთ და შორიდან გვიწევს შეშის მოტანა. ტრანსპორტის ქირა 100-ლარზე მეტი ღირს, ტრანსპორტირებას 250-300 ლარამდე სჭირდება, ბენზინი ძვირია, მანქანაც უნდა იქირაო, არადა, გინდა არ გინდა, ზამთარში შეშა გვჭირდება. ტყეში ჩვენ თვითონვე შევდივართ, ბილეთს ვიღებთ ბანკში და მეტყევე გვაძლევს შესაბამისად, - ამბობს ნოდარ კოჩალიძე და ამატებს, რომ იმის გამო, რომ ოჯახში პატარა ბავშვები ჰყავთ, ღუმელი მთელი დღის განმავლობაში უნთიათ და შეშაც მეტი ეხარჯებათ, - თხუთმეტი კუბური მეტრი მარტო ზამთარში გვყოფნის, მაგრამ აქ სულ ცუდი ამინდებია, ღუმელი თითქმის ყველა სეზონზე გვჭირდება. გათბობის სეზონი პირველი ოქტომბრიდან დაიწყო, მაისამდე ”ფეჩი” გვიდგას”.

ისინი, ვისაც შეშა პირდაპირ ტყიდან გამოაქვთ, ძირითადად, ტრანსპორტირების პრობლემას უჩივიან.

”პრობლემები ტრანსპორტირების მხრივ გვაქვს, ბანკში ქვითრის აღება და ტყეში მოძრაობა პრობლემას არ წარმოადგენს. მეტყევე ტყეში დაგვხვდება, გაამზადებს, ქვითარს გამოგვიწერს და წამოვიღებთ”, - ამბობს სოფელ ზანავში მცხოვრები გურამ პაპიძე.

შორ მანძილს არა, მაგრამ ტყემდე მისასვლელ ცუდ გზას უჩივის ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ შოლავერში მცხოვრები იმედა მაჭარაშვილი. ხუთსულიან ოჯახში, სადაც ოჯახის არცერთი წევრი არ მუშაობს, შეშა ჯერ არ მოუმარაგებიათ.

”ალბათ, როცა ჩამოთოვს და გაგვიჭირდება მერე ვიზამთ რამეს. ვიწერთ და მერე ტყიდან გამოგვაქვს ხოლმე, მაგრამ ტყეში მისასვლელი გზები არ არის, ცალკე საწვავის ფული გინდა, ცალკე მანქანის, დახერხვა-დაჩეხვასაც ხომ უნდა, 15 კუბური მეტრი მაინც გვინდა, რომ მთელი ზამთარი გვეყოს და 700-800 ლარამდე გვჭირდება ამისთვის”, - ამბობს მაჭარაშვილი.

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარაში მცხოვრები ალექსი გიგოლაშვილი ამბობს, რომ გასულ წელთან შედარებით შეშის ფასი წელს გაიაფდა. თუმცა, რამ გამოიწვია ფასის გაიაფება ვერ აკონკრეტებს. გიგოლაშვილებმა ზამთრისთვის შეშა უკვე მოიმარაგეს.

”წელიწადში ხუთი-ექვსი კუბური მეტრი მჭირდება. შარშან 400 ლარი ღირდა, წელს შედარებით გაიაფდა, 350 ლარი ღირს. უკვე ვიყიდეთ და 350 ლარამდე დაგვიჯდა”, - ამბობს იგი.

მისგან განსხვავებით, ჯერ არ მოუმარაგებია შეშა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა სმადაში მცხოვრებ ნანა კესარელს.

”მეც არ ვიცი ზამთარს როგორ გავიტანთ, არც შემოსავალი მაქვს და არც შეშის ფული. ”გარბილების” ყიდვაც ძალიან ძვირი ჯდება, წელიწადში 15 კუბური მეტრი შეშა გვინდა. უმუშევარმა ხალხმა საიდან რა უნდა ვიყიდოთ?! თუ რამე იყო გამხმარი ხეხილი ბაღებში, დავჭერით, თუ რამე ღელეებში იყო, ის ამოვჩეხეთ”, - ამბობს ნანა კესარელი და ამატებს, რომ სეტყვის გამო წელს არც მოსავალი მიუღიათ, ოჯახის ყველა წევრი უმუშევარია და გარდა ამისა, ბანკიდან კრედიტიც აქვთ გამოტანილი, - სამი სული ვცხოვრობთ, ორი ომის ვეტერანი მყავს სახლში, ქმარი და შვილი. მოსავალი მაინც რომ ყოფილიყო, კიდევ კარგი, გავყიდდი ცოტას და შეშას ვიყიდდი, მაგრამ დასეტყვა და არაფერი არ მოვიდა”.

ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ტყისა და ველური ბუნების მართვის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოში განმარტავენ, რომ მოქალაქეს, რომელსაც სურს ტყიდან მეორე ხარისხის მერქნის (საშეშე მერქანი) გამოტანა, ლიბერთი ბანკის ფილიალში შესაბამისი ბილეთი უნდა აიღოს.

წიწვოვანი ბუნებრივი რესურსის შემთხვევაში ერთ კუბურ მეტრზე მოსაკლრებელი 2 ლარი, მომსახურების საფასური კი 3 ლარი ღირს. ხოლო ფოთლოვან ბუნებრივ რესურსზე მოსაკრებელიც და მომსახურების საფასურიც სამ-სამი ლარია.

სამმრთველოს უფროსის ფრიდონ ტაბატაძის თქმით, ბანკი ჩართულია ტყეკაფის სისტემაში და მოქალაქეს საკუთარი სურვილის მიხედვით შეუძლიათ ტყიდან შეშის გამოტანა.

მისივე თქმით, გასულ წელს აღნიშნულმა სამსახურმა სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით საერთო ჯამში 66 კილომეტრი გზის მონაკვეთი გაასუფთავა. ხოლო წელს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ტყისა და ველური ბუნების მართვის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს მსგავსი ღონისძიება არ ჩაუტარებია. როგორც სამმართველოში ამბობენ, მიმდინარე წელს ტყემდე მიმსასვლელი გზის გარკვეული მონაკვეთები შესაბამისმა გამგეობებმა შეაკეთეს.

ადიგენში ზამთრისთვის ემზადებიან

[თამარ თოთაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფელ წნისში გამოსაზამთრებლად საკმარისი შეშა არ აქვთ
ახალქალაქში ზამთრისთვის უკვე ემზადებიან
ახალქალაქში  „ძვირ ზამთარს“ უჩივიან
ახალციხეში სამი სოფლისთვის  676 კუბური მეტრი საშეშე მასალა  გამოიყო
მესხეთში შეშის მომარაგებას ვერ ასწრებენ
ლიცენზიით გაცემული ტყე და შეშის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა
ასპინძაში 18 სკოლიდან 11 შეშის ღუმელით თბება