FM97.5 / LIVE

რა გადაწყვიტა სასამართლომ ახალციხის ოლქში N2 და N20 უბნებთან დაკავშირებით

მთავარიპოლიტიკა, არჩევნები 21.06.2014
ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ახალციხის ოლქში N2 და N20 უბნებზე კომისიის თავმჯდომარეები და მდივნები არ დაჯარიმდებიან.

რა გადაწყვიტა სასამართლომ ახალციხის ოლქში N2 და N20 უბნებთან დაკავშირებით
ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ნათია მერაბიშვილმა ახალგაზრდა ირუსიტთა ასოციაციის წარმომადგენლის მაია გრძელიშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა. მოსამართლემ გადაწყვეტილება დღეს, 21 ივნისს გამოაცხადა.

გრძელიშვილი N2 და N20 უბნებთან დაკავშირებით N37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის N123-ე განკარგულების ბათილად ითხოვდა. გრძელიშვილს ამ განკარგულებით უარი ეთქვა ოლქში წარდგენილ საჩივარზე, რომელიც კომისიის თავმჯდომარეებისა და მდივნების მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენას ითვალისწინებდა . აქედან გამომდინარე საიას წარმომადგენელი ითხოვდა, სასამართლოს დაევალდებულებინა საოლქო კომისიის თავმჯდომარე, რომ N2 და N20 უბნებზე თავმჯდომარისა და მდივნების მიმართ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი შეედგინა, ასევე თავმჯდომარეები და მდივნები დაეჯარიმებინა.

სასამართლომ გრძელიშვილის არცერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მერაბიშვილის განმარტებით შეცდომები ტექნიკური ხასიათის იყო და არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ ახდენდა.

გაასაჩივრებს თუ არა საია ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას ჯერ უცნობია.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ საიას სარჩელი არ დააკმაყოფილა
ახალციხეში საჩივრების განხილვა საოლქოდან სასამართლოში გრძელდება
რას ედავება საია ასპინძის საოლქო კომისიის თავმჯდომარეს
სასამართლომ ახალციხის საოლქო კომისიის ორი ოქმი ბათილად ცნო
საიას სარჩელი ასპინძის საოლქოს წინააღმდეგ არ დაკმაყოფილდა
ახალქალაქის საოლქომ სამი დარჩენილი საჩივრიდან არცერთი არ დააკმაყოფილა
საიას და „სამართლიან არჩევნებს“ დაუკმაყოფილებელი სარჩელები არ გაუსაჩივრებიათ