FM97.5 / LIVE

ახალქალაქის საოლქომ სამი დარჩენილი საჩივრიდან არცერთი არ დააკმაყოფილა

მთავარისიახლე, არჩევნები 16.11.2018
ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიამ ის სამი საჩივარი განიხილა, რომლებიც შემაჯამებელ ოქმებში გადასწორებულ ციფრებს ეხებოდა.

ახალქალაქის საოლქომ სამი დარჩენილი საჩივრიდან არცერთი არ დააკმაყოფილა

ახალქალაქის ოლქში შესული 12 საჩივრიდან სამი „სამართლიანი არჩევნებმა“ N1 ახალქალაქის, N13 ორჯასა და N14 მაჭატიას უბნებზე დაწერა. ორგანიზაციის განმარტებით, აღნიშნულ უბნებზე შემაჯამებელ ოქმებში საპრეზიდენტო კანდიდატებისათვის შალვა ნათელაშვილისთვის, ზურაბ ჯაფარიძისათვისა და მიხეილ სალუაშვილისათვის მიცემული ხმების რაოდენობა გადასწორებული იყო. „სამართლიანი არჩევნები“ ამ უბნებზე თავმჯდომარეებისა და მდივნების ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვდა. კომისიამ სამივე საჩივარი განიხილა, თუმცა არცერთი არ დააკმაყოფილა.

„შემაჯამებელ ოქმებში შეცდომები დაშვებული მექანიკურად იყო. ასევე, ერთ–ერთ ოქმში დასმული იქსის ნიშანი „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელმა აღიქვა, როგორც შვიდიანი, არადა იქსი ნიშნავს ნულს. რა თქმა უნდა ამ საჩივრებს თან ახლდა უბნის თავმჯდომარეების ახსნა განმარტებითი ბარათებიც“, – ამბობს ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თვამჯდომარე ჰასმიკ მარანგოზიანი.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში გადასწორებულ შემაჯამებელ ოქმებზე საჩივრები ჯერ არ განუხილავთ
ახალქალაქის საოლქომ 16 საჩივრიდან 10 განუხილველი დატოვა
ახალქალაქის საოლქომ დარჩენილი ოთხი საჩივარიდან სამი დააკმაყოფილა
ბორჯომის საოლქომ რვა საჩივრიდან მხოლოდ ერთი დააკმაყოფილა
ახალქალაქის საოლქო კომისიამ ათი საჩივრიდან შვიდი განიხილა
ახალციხის საოლქომ  ცხრა საჩივრიდან ერთი დააკმაყოფილა
ახალციხის საოლქომ 8 საჩივრიდან 7 არ დააკმაყოფილა