FM97.5 / LIVE

სასამართლომ ახალციხის საოლქო კომისიის ორი ოქმი ბათილად ცნო

მთავარისიახლე, არჩევნები 26.10.2017
ახალციხის სასამართლომ „სამართლიანი არჩევნების“ ადმინისტრაციული სარჩელი ახალციხის საოლქო კომისიის წინააღმდეგ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

სასამართლომ ახალციხის საოლქო კომისიის ორი ოქმი ბათილად ცნო

ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ გოჩა ჯეირანაშვილმა „სამართლიანი არჩევნების“ საჩივარი დღეს, 26 ოქტომბერს განიხილა.
საჩივარი ოთხ უბანზე პროცედურულ დარღვევებს ეხებოდა. უფრო კონკრეტულად N10 ვალეს საარჩევნო უბანზე რეგისტრატორის მიერ ორი ერთი და იგივე სახეობის ბიულეტენი გაიცა, N29 უბანზე ოქმის შევსების თარიღი იყო გადასწორებული, N30 და N35 უბნების შემაჯამებელ ოქმებს კი ბეჭდები არ ჰქონდა დასმული.

სასამართლომ ერთი და იგივე სახეობის ორი ბიულეტენის გაცემა და ოქმის შევსების დროის გადასწორება კანონდარღვევად მიიჩნია და ახალციხის საოლქო კომისიას საქმის ხელახლა შესწავლა დაავალა.

„როდესაც საოლქო კომისიაში ეს საკითხები განიხილეთ, თქვენ არ მიიჩნეთ არც ორი ერთნაირი ბიულეტენის ერთად გაცემა და არც დროის გადასწორება კანონდარღვევად. ამაში ვერ დაგეთანხმეთ. ეს დარღვევაა, ამიტომ ხელახლა განიხილეთ ეს საკითხი და თქვენ გადაწყვიტეთ დააკსირებთ თუ არა საუბნო კომისიის წევრებს დისციპლინურ სახდელს“, – განაცხადა სასამართლო დარბაზში მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილმა.

რაც შეეხება შემაჯამებელ ოქმებზე ბეჭდების დასმას, მისი თქმით, ეს ფაქტი ოქმების ნამდვილოაბს ეჭვ ქვეშ არ აყენებს, ამიტომ მან „სამართლიან არჩევნებს“ სარჩელი ამ ნაწილში არ დააკმაყოფილა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის საოლქო კომისიამ  ორი უბნის ხარვეზზე ხელახლა იმსჯელა
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ საიას სარჩელი არ დააკმაყოფილა
"სამართლიანმა არჩევნებმა" ახალციხის საოლქო  კომისიის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა
საიას სარჩელი ასპინძის საოლქოს წინააღმდეგ არ დაკმაყოფილდა
საიას და „სამართლიან არჩევნებს“ დაუკმაყოფილებელი სარჩელები არ გაუსაჩივრებიათ
N38–ე ადიგენის საოლქო კომისიაში ერთი საჩივარი შევიდა
ხმაური საოლქო კომისიაში საჩივრების განხილვისას